“მოდით, ჯერ მინიმუმ უფრო მეტი შექმენით და მერე ისაუბრეთ…” – ადვოკატის წერილი

0
1836
62 Views

ადვოკატი, დავით გირგვლიანი სოციალურ ქსელში წერს:

“საბჭოთა კავშირს რომ აგინებთ ოდნავ არ გრცხვენიათ?

ვინ ააშენა ენგურ ჰესი? ხუდონ ჰესი? ლაჯანურ ჰესი? რიონ ჰესი და კიდევ სხვა?

ვინ გაიყვანა მეტრო?

ერთი ნამოხვანის აშენება არ შეგეძლოთ 70% იანი წილი თურქებისთვის რომ არ მიგეცათ ისე!

ვის აშენებულ ხრუშჩოვკებში ვცხოვრობთ? (პადიეზდი ბინძური /სახლი სუფთა/ან ეგეც ბინძური)

დღეს აშენებული კორპუსები უკვე გადახრილი რომ არის მაგისთვის საბჭოთა კავშირში ხალხი დახვრეტით ისჯებოდა!

მავნებელი პროდუქტის გაყიდვისთვის შეიძლება ციხე 20 წლით გეხეხათ სადმე ბელი ლებედში!

მინიმუმამდე იყო დასული ნარკომანია, აზარტული თამაშები, კრიმინალური სუბკულტურები, სქესობრივი დაავადებები, სიმსივნური დაავადებები და ა.შ.

არ ვამბობ რომ იდეალური იყო!

არ მივტირი რაღაცეებს, მაგრამ როცა არაფრის მქონე, უვარგისი, არაფრისმცოდნე, ყოვლად უვარგისი პოლიტ ნაგავი ხარ უნდა გაჩუმდე!

გამოვლენ გალანძღავენ და ისევ კომუნისტების დროს სოფელ ვაკეში ფალიაშვილზე აშენებულ სახლში დაბრუნდებიან,რომელიც მათმა თხილის ვაჭარმა მამამ პროფესორისგან იყიდა 2000 იან წლებში.

მოდით ჯერ მინიმუმ უფრო მეტი შექმენით და მერე ისაუბრეთ.”

Cesko