“რა დროს ხაჭაპურიძეა, როცა ამხელა ფიგურაა უპრინციპო სირად ქცეული” – ჩერგოლეიშვილი სააკაშვილს უკვე აგინებს

August 12, 09:59
0
1288

ტაბულას“ დამფუძნებლის თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დეგრადირდა.

ეს შეფასება ჩერგოლეიშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ამბები აინტერესებს და აგვისტოს ომზე განცხადებაც კი არ გაუკეთებია.

„ჯერ მარტო იმიტომ მინდა ივანიშვილის რეჟიმის დასრულება, რომ ეს განგრძობადი და პროგრესირებადი ეროვნული სირცხვილი დასრულდეს. ანწუხელიძის ქვეყანაში ვარდების რევოლუციის სიმბოლოს ასეთი გადაგვარება ეროვნული ტრაგედიაა. სიმბოლოებს აქვს მნიშვნელობა. სიმბოლოების გაფარჩაკება დიდი დარტყმაა ქვეყნისთვის.

P.S. რომ გადავთარგმნო – სააკაშვილის წარმომადგენელი, რომელიც ერთადერთი მიზეზითაა ნაქირავები – ბიძინასთან სააკაშვილის ციხიდან გაშვება დაალაგოს ყველაფრის ფასად – აცხადებს, რომ სააკაშვილს აგვისტოს ომის გმირები არ გახსენებია და ეს კიდევ ერთი საბუთია, რომ ციხიდან უნდა გაუშვან. ანწუხელიძის ქვეყანაში ხდება ეს“, – წერს ჩერგოლეიშვილი და უკვე ფეისბუკ მეგობრებთან საუბარს კომენტარების ველში აგრძელებს, სადაც წერს:

 

Cesko