ნაზარბაევი ცოცხალი აღარ არის – ჟირინოვსკი

0
1304
51 Views

რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ განაცხადა, რომ ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი გარკვეული პერიოდის წინ გარდაიცვალა და ის დაასაფლავეს. ამის შესახებ m24.ru იუწყება.

„ასე ჩუმად ყოფნა და მიმალვა, როდესაც ცოცხალი ხარ? შეუძლებელია. მით უმეტეს, რომ მაშინვე დაპატიმრებული იყო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე“, – ამბობს ჟირინოვსკი. 

ჟირინოვსკი არ გამორიცხავს, რომ ნაზარბაევის წინააღმდეგ ხალხი გამოვიდა და ის მოიშორეს.

ის, რომ ნაზარბაევი საეჭვოდ გაქრა, ექსპერტებიც საუბრობენ. მათი ნაწილი არ გამორიცხავს, რომ „ელბასი“ (ერის ლიდერი) საკუთარი სიკვდილით გარდაიცვალა, ნაწილს კი მიაჩნია, რომ ბოლო დროს მომხდარი მოვლენების დროს ნაზარბაევის ფიზიკური ლიკვიდაცია მოხდა.

2019 წელს ნურსულთან ნაზარბაევი, რომელიც ყაზახეთს 30 წლის განმავლობაში მართავდა, თანამდებობიდან გადადგა და პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარტ ტოკაევი გახდა. ნურსულთან ნაზარბაევმა კი უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა შეინარჩუნა. თუმცა ყველასთვის ნათელი იყო, რომ ქვეყნის ფაქტობრივი ლიდერი კვლავ ნაზარბაევი იყო.

Cesko