“დღეს მითხრეს, რომ გაფრინდა, სისხლი გამეყინა…” – ბიჭი, რომელიც დედის გარდაცვალებით გამოწვეული ნერვიულობის ფონზე დაავადდა, გარდაიცვალა

0
1622
24 Views

დათას, რომელსაც ორი წლის წინ დედა გარდაეცვალა და ნერვიულობის ფონზე ლეიკემია განუვითარდა, მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა.

დათა შვეიცარიაში მკურნალობდა, თუმცა ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ დაავადება ისევ განუვითარდა.

„5 დღის წინ რომ მივულოცე დაბადების დღე, ვიცოდი, რომ ავად იყო… ცრემლები მახრჩობდა და ვცდილობდი, არ შემემჩნია. ხმა მიკანკალებდა, მთელი ძალით ვეხუტებოდი და უფალს ვთხოვდი, რომ ეცოცხლა კიდევ დიდხანს. მისალოციდან წამოსული მთელი გზა ვტიროდი და მთელი ღამე მის ჯავრში გავათენე. იმედი მქონდა, რომ არ გაწირავდა უფალი… დღეს მითხრეს, რომ გაფრინდა, სისხლი გამეყინა… არასდროს დამავიწყდება ეს დღე და ის თუ სიცოცხლიდან სიკვდილამდე მართლაც რომ ერთი ნაბიჯია“, – წერენ ახლობლები დათას შესახებ.

წყარო: resonancedaily.com

Cesko