,,ეს ლექსი თითქოს ნიკოსთვის დაუწერია მორის ფოცხიშვილს…” – ნიკოს დედა  შვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს

0
792
35 Views

ხვალ, 12 აგვისტოს ნიკო კვარაცხელიას დაბადების დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მისი დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც იზა ომაძე წერს, „ცხოვრება უდიდესი ტკივილით გრძელდება“. მისივე ინფორმაციით, ხვალ წიგნის „მომავლის ბიჭის“ პრეზენტაცია გაიმართება.

„ხვალ ჩემი ნიკოს დაბადების დღეა, მომავლის ბიჭი – ასე ჰქვია წიგნს, რომელშიც მკითხველი გაეცნობა ნიკოს ხანმოკლე, თუმცა წარმატებული ცხოვრების ისტორიას“ – რას წერს ნინო ზამბახიძე

“მეც მაშინებდნენ

სიკვდილით ერთ დროს,

ო, უნდა მენდო,

ჯვარი გწერია, –

მანდ გეშინოდეს,

თორემ აქ ახლა

საშიში სულაც არაფერია!”

ეს ლექსი თითქოს ნიკოსთვის დაუწერია მორის ფოცხიშვილს სადაც ნიკოა იქ შიშს, სიბნელეს რა უნდა, სულის ტკივილს, გაუსაძლის მონატრებას რა ვუყოთ თორემ ზეცაში გაგრძელებული ოცდამესამე ხომ გაცილებით წარმატებულია ვიცით!

აქ კი მართლაც ძალიან მეშინია, შურის, უსამართლობის, პროგრესთან და განათლებასთან ბრძოლის

ხვალ და ჩვენთვის კი ყოველი დღე ნიკოსია

სვეტიცხოველში ნიკოს სახელზე დილით წირვა აღევლინება.

12 :00 ნიკოს მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართება ვაჟა-ფშაველას #96 მდებარე სამი მღვდელმთავრის სახელობის ტაძარში იქ სადაც მალე, კომფორტული დასასვენებელი ადგილი “მომავლის ბიჭის” სახელობის გახდება. თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის მიერ ინიცირებულია ვაჟა-ფშაველას #96 არსებული სკვერისთვის ნიკო კვარაცხელიას სახელის მინიჭების გადაწყვეტილება.

13:00 საათზე გაიმართება ნიკო კვარაცხელიას სახელობის საფეხბურთო ტურნირი, რომელშიც 35-ე საფეხბურთო სკოლის გუნდი, “ნორჩი დინამოელი”, “ვიტ ჯორჯოა” “ავაზა” და “მერანი” მიიღებენ მონაწილეობას.

“მომავლის ბიჭი” წიგნის პრეზენტაცია.

P.S ცხოვრება უდიდესი ტკივილით გრძრლდება შენთან ერთად ჩემო ანგელოზო

უნდა შევძლოთ!!!

“გდევს სიკვდილი ერთადერთი აპარატით,

და ბავშვობის სურათების გადიდებას გვპირდება, არ გაინძრე! სდექ შეწყვიტეთ ლაპარაკი ჩიტი გამოფრინდება!! “

მ. ფიცხიშვილი

გელით!!!“,- წერს იზა ომაძე.

 

Cesko