ბოლო დღეებში მთელი ქართული მედია და ინტერნეტ-სივრცე მოიცვა მსახიობ თაკო ტაბატაძისა და მუსიკოს გია ბაღაშვილის დაშორების ინფორმაციამ, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, თურმე სულაც არ ყოფილა ახალი ამბავი. როგორც მსახიობი ირწმუნება, უკვე სამი წელია, რაც გია ბაღაშვილთან ერთად აღარ ცხოვრობს.
მედიაში უკვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ თაკოს (რომელსაც გარეგნული მსგავსების გამო ქართველ ოდრი ჰეპბერნსაც ეძახიან) ახალი გულისსწორი, საქართველოს საფეხბურთო ეროვნულ ლიგაში მობურთალი საკმაოდ ცნობილი ფეხბურთელი, გორის “დილას“ თავმდამსხმელი ნუგზარ (ნუგო) სპანდერაშვილია. ჟურნალისტებმა ნუგო და თაკო ერთად “ფეისბუქის სთორებში“ რამდენჯერმე დააფიქსირეს.
ფეხბურთელი ამ ამბავზე ჯერ არაფერს ამბობს, თუმცა სოციალურ ქსელებში უკვე მათი ერთობლივი ფოტოც გამოჩნდა.
ნუგზარ სპანდერაშვილი, ანუ “სპანდერა” 23 წლის სპორტსმენია, იგი საქართველოს ეროვნულ ლიგაში კარგა ხანია ასპარეზობს. რაც შეეხება თაკო ტაბატაძეს, მსახიობი 32 წლისაა და რამდენიმე ტელესერიალში უკვე მოასწრო გადაღება.