“გამოფხიზლდით, შვილო, რაც მე მკვდრები გამიცილებია, მაგრამ იქ ჩაყოლებული ოქრო არ მინახავს, ღმერთს თვალებში როგორ უნდა შეხედოთ, რისთვის გაგამდიდრათ?” – მამა ლევანი

0
825
29 Views

კასპის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა ლევანი სოციალურ ქსელში ფოტოებს და გზავნილს აქვეყნებს:

“გათენებული არ იყო და ახლობელი მწერს, “მამაო თანხა ჩაგირიცხე და გაჭირვებულებს დაურიგე.” გამიხარდა, სამ ოჯახს ვიყავი საჭმელს შეპირებული და ჯერ არ მქონდა არაფერი. წირვაზე გავრბოდი და ბარემ ბანკომატთან მივედი, ავიღო რომ ტაძრიდანვე მივცემთქო. იქ მხვდება ავადმყოფი ადამიანი, “გიჭირსთქო? ვეკითხები” “აბა რა იქნება ამ ცხოვრებაშიო.” გამოვიტანე თანხა და მასაც მივეცი. გამომართვა და წავიდა სახლში. ხედავთ მოწყალება როგორი საღვთო საქმეა? ზუსტად დღეს გამომიგზავნეს თანხა რომ სამი ოჯახისთვის მიმეცა, ის კაცი კი უთენია, ყინვაში, სად დამახვედრა ღმერთმა.

დღეს დილიდან, გაჭირვებულებისთვის კანფეტი და სანთელი რიგდება ჩვენ ტაძარში. მაგრამ… ხომ არ გგონიათ ამ ყველაფერს ბიზნესმენების, ხელისუფლების ან მდიდართა შემოწირული ფულით ვაკეთებთ. არა. ემიგრანტების, უბრალო ოჯახების და ჩვენი სახსრებით.

ვინც ფულებში ბანაობთ, სახლს სახლებზე ყიდულობთ, მაგრამ დიდ კეთილ საქმეებს არ აღასრულებთ გამოფხიზლდით, შვილო. რაც მე მკვდრები გამიცილებია, მაგრამ იქ ჩაყოლებული სახლის გასაღებები და ოქრო არ მინახავს. ღმერთს თვალებში როგორ უნდა შეხედოთ, რისთვის გაგამდიდრათ? მარტო თქვენთვის და თქვენი ახლობლებისთვის? თუ გაჭირვებულები არ გვყავს?

პირველ ფოტოზე 72 წლის ქალბატონია, რომელმაც რამოდენიმე კილომეტრი ფეხით იმისთვის გამოიარა, რომ ჩვენგან 1 კილო კანფეტი წაეღო და მეორეზე კი, როგორ ცხოვრობს ზოგი, ვისაც ვეხმარებით. გილოცავთ შობა ახალ წელს, გაკურთხოთ ღმერთმა.”

Cesko