მსახიობი ხათუნა იოსელიანი 78 წლის გახდა. ის უკვე წლებია, ამერიკაში ცხოვრობს. საქართველოდან მძიმე სოციალურ პირობებს გაექცა და ემიგრანტების მძიმე გზას დაადგა. იყო ძალიან ბევრი სირთულე, რამდენიმე ინსულტი გადაიტანა, მძიმე შრომაც უწევდა. ახლა მასთან ერთად ქალიშვილია და უკვე საკუთარი ჭერიც გააჩნია.
,,ბინა მივიღე მანჰეტენზე. სიხარულისაგან არ ვიცოდი, რა მექნა. დავიწყე ჩალაგება, მზადება გადასასვლელად და უცებ აღმოვაჩინე ჩემი ქართული ატრიბუტები. მე ქართველი ვარ და ამით ვამაყობ. მე დავბრუნდები!..”, – დაწერა მსახიობმა, როცა ბინა მიიღო.
-ამერიკა დიდებული ქვეყანაა. აქ ყველაფერი ისეა აწყობილი, რომ თუ ადამიანი მიზანს დაისახავს და ბევრს იშრომებს, წარმატების მიღწევის დიდი შანსი აქვს. მერწმუნეთ, ეს ქვეყანა გაძლევს საშუალებას, დაფასებული იყო. ამერიკაში წლების წინ ჩამოვედი. შევავსე აპლიკაცია და 3 წელიწადში ბინა მივიღე მანჰეტენზე, იუნიონ სკვერთან.,, ერთმა მომწერა: ,,რა ბინა მიიღე, აღმასკომმა მოგცა ჟაქტის ბინა თუ?” ეს ბინა, მანჰეტენზე, ჩემი შრომისა და წარმატების გამო მომცეს…
ემიგრანტის ცხოვრების დასაწყისი ყოველთვის მძიმეა და არც მე გახლდით გამონაკლისი. მაგრამ არის ჩემში რაღაც ისეთი, რაც ყოველთვის პოზიტიური სვლებისკენ მიბიძგებს. ადამიანი იბადება ისეთი, როგორიც არის და მას არაფერი და ვერაფერი შეცვლის, – ამბობს ის ,,ამბები.ჯი”-სთან.
ფოტოზე: ხათუნა იოსელიანი ლელა ნინუასთან ერთად