„სიგიჟე გოგო“ – ნუკი კოშკელიშვილის პიკანტურმა ფოტოსესიამ ხალხი ააღელვა (+ფოტოები)

0
1178
49 Views

მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ტრადიციას არ ღალატობს და წელსაც, ისევე როგორც ყოველ ზაფხულს, ოჯახთან ერთად ისვენებს ზღვისპირეთში.

აღსანიშნავია, რომ ნუკის გამომწერების დიდი აუდიტორია ჰყავს და მათ საკმაოდ ხშირად უზიარებს საკუთარი ცხოვრების დეტალებს.

ამჯერად, ნუკიმ ერთ-ერთი ფოტოსესიის ამსახველი კადრები გამოაქვეყნა, სადაც ფერად საცურაო კოსტიუმში პოზირებს.

„ჩასაფრებული ვეფხვი, უჩინარი დრაკონი გვერდზე მალევე აღმოვაჩინე ბაყაყი და ამიტომ პოზირება იყო გამორიცხული, ვისაც გგონიათ რომ ძალიან ვნებიან ამაზონკურ ამბავში ვარ იცოდეთ, რომ ისევე როგორც ყველაფერი ცხოვრებაში ესეც მოჩვენებითია, გული მიმდის ისე არ მინდა ბაყაყი შემახტეს, ყველა კადრს შორის ვწუწუნებ.

პ.ს მორალი იცით რა არის? არასდროს იფიქრო რომ რამე იცი იმიტომ რომ ის ზედაპირზე აშკარად ჩანს სინამდვილეში რა ხდება არასდროს ვიცით… დილის ფილოსოფიაა”, – წერს ნუკი კოშკელიშვილი.

ნუკის ფოტოებმა აღფრთოვანება გამოიწვია.

„სიგიჟე გოგო”

„შხვართი”

„რა საოცარია”

„ულამაზესი”, – წერენ ინტერნეტმომხმარებლები.

 

Cesko