25 Views
ია ფარულავამ ავტობიოგრაფიული წიგნის დაწერა დაიწყო. ამის შესახებ მან დღევანდელ სთორებში განაცხადა და თან განმარტა როგორი წიგნის დაწერა სურს.
“ავტობიოგრაფიული წიგნის დაწერა გადავწყვიტე, რომელიც ეწინააღმდეგება ჩემს პრინციპებს, რომ არასოდეს უკან არ უნდა მოიხედოს უკან ადამიანმა, მაგრამ არის მოთხოვნა ამასთან დაკავშირებით. ვზივარ ვწერ, მაგრამ ძალიან მეზარება. ქრონოლოგიის დაცვა მეზარება, მეზარება თითო ადამიანს და თითო ამბავს ერთი თავი მივუძღვნა, ცოტა გაფანტულად მინდა იყოს სხვადასხვა განზომილებებში, ორიგინალურად მინდა გავაკეთო და რა რთულია, რატომ ავიკიდე ამხელა მისია”, – ამბობს ია ფარულავა.