„გავეცანით ისტორიას, გარკვეული დარღვევები იყო, რაც მიუთითებს, რომ პაციენტის ორგანიზმი ინელებს საკუთარ თავს – ის ცილები, რომელიც მას არ მიეწოდება, იწვევს ორგანოების და კუნთების დაშლას. ამ საშუალებით იღებს ამ ცილებს. შესაბამისად, ადამიანის მდგომარეობა ამიტომ არის გაუარესებული. ჩვენი აზრით, ამის მიზეზი იყოს რეზისტენტული პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, დეპრესია, რამაც მოგვცა საბოლოოდ ანორექსია, მადის დაქვეითება.“ – ასეთი გახლავთ სააკაშვილის ექიმების დასკვნა.
ჩემო ძვირფასო მეგობრებო, უმორჩილესად გთხოვთ, იქნებ ვინმემ შეძლოთ და გადმომითარგმნოთ, რას ბრძანებენ ეს ჩვენი უგანათლებულესი და უპატრიოტესი ექიმი-სააკოლოგები. განსაკუთრებით მაინტერესებს აი, ამ ფრაზის საიდუმლოება: „ის ცილები, რომელიც მას არ მიეწოდებაიწვევს ორგანოების და კუნთების დაშლას“.
წინასწარ უღრმესი მადლობა დახმარებისთვის.
თეიმურაზ ქორიძე, ბლოგერი; სოციალური ქსელი