2022 წლის 4 მაისს კრემლის სახელმწიფო სასახლეში ყოველწლიური საზოგადოებრივ-პატრიოტული აქციის გალა კონცერტი გაიმართება. კონცერტის სახელწოდებაა – “გმადლობთ ერთგულებისთვის, შთამომავლებო!..”.
ღონისძიება 2015 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და დიდგამარჯვების დღისთვის მიძღვნილ კონცერტზე სხვა ცნობად სახეებთან ერთად სოსო პავლიაშვილი და გრეგორი ლეპსი იმღერებენ სამამულო ომში გამარჯვების დღეს ეძღვნება. (წყარო)
კონცერტის ანონსში ვკითხულობთ, რომ გამარჯვების დღის (9 მაისი) წინა დღეებში კონცერტების გამართვა რუსეთში კარგ ტრადიციად იქცა. ღონისძიების საპატიო სტუმრები იქნებიან წითელ მოედანზე გამარჯვების აღლუმის მონაწილეები, დიდი სამამულო ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანები, უკრაინაში ე.წ. სამხედრო სპეცოპერაციის მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები.
“კონცერტის წამყვანები რუსეთის დამსახურებული არტისტები ეკატერინა გუსევა და დიმიტრი დიუჟევი იქნებიან. აქციის ფარგლებში უკრაინაში სპეცოპერაციაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები პატივისცემის ნიშნად, დაჯილდოვდებიან…“ – ვკითხულობთ კონცერტის ანონსში.
კონცერტზე, სადაც უკრაინაში მებრძოლ რუს ჯარისკაცებს დააჯილდოვებენ, რუს ვარკვლავებთან ერთად, რუსეთში მოღვაწე ორი ქართველი მომღერალიც იქნება- სოსო პავლიაშვილი და გრეგორი ლეპსი, ირინა კუპჩენკოსთან, ალექსანდრე მიხაილოვთან და მიხაილ ნოჟკინთან ერთად, რუს ვეტერანებსა და ჯარისკაცებს უმღერებენ.