იუმორისტი, ნიკა ქავთარაძე მომღერალ მამუკა ონაშვილზე სოციალურ ქსელში წერს:
“ხვალ მამუკა ონაშვილის გასვენებაა.
ძალიან მიყვარდა ეს ბავშვივით კეთილი და მხიარული ადამიანი.
ძალიან მეწყინა და მეტკინა
გუშინ პანაშვიდზე ვიყავი.
და ერთ რაღაცაზე დავფიქრდი.
ძალიან უჭირდა ბოლო პერიოდში.
არაა ეს ქვეყანა არტისტებისთვის. თორემ ყველაფერი ჰქონდა მამუკას, კარგად ცხოვრებისთვის – ნიჭი, ხმა, ქარიზმა.
მაგრამ ეს ხო საქართველოა.
ხოდა, მივლენ ახლა გასვენებაში ისინი, ვინც გაჭირვებაში მიატოვა, დახმარების ხელი არ გაუწოდა, მხარში არ ამოუდგა.
მივლენ და აღვარღვარებენ ღაპაღუპით ნიანგის ცრემლებს.
ფარისევლობა არც ჩვენი საზოგადოებისთვისაა უცხო და არ სიონის ტაძრისთვის, მაგრამ მაინც ტეხავს, თან ძალიან.
ღმერთმა გაანათლოს ჩვენი ყველას მამუკა ონაშვილის სული!”, – წერს ქავთარაძე.
მომღერალ მამუკა ონაშვილს დღეს მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. გამოსვენება 14 საათზე, სიონის საკათედრო ტაძრიდან მოხდება.
55 წლის მამუკა ონაშვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. მომღერალი და მსახიობი 30 ივლისს ნატახტართან ავარიაში მოჰყვა, რის შემდეგაც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ორი დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.