18 Views
ნეკა დოროყაშვილმა ქერა პარიკი მოირგო და „ინსტაგრამზე“ ვიდეო გაგვიზიარა. ვიდეოსთან ერთად, მოდელი და ინფლუენსერი საკუთარი ხასიათისა და პიროვნული ნიშან-თვისებების შესახებ წერს:
„უმჯობესია, რამდენიმე პერსონაჟი იყო, ვიდრე ერთი და ისიც – აზრს მოკლებული. ამ ცხოვრების დედაც… აკეთე ის, რაც გინდა და რასაც იმსახურებ. რეალურ ცხოვრებაშიც ასეა. ჩვენ ჩვენი ხასიათი განგვსაზღვრავს. ზოგჯერ სულაც არ მინდა, რომ ვიყო ლამაზი და არ მსურს, ქუჩაში მამჩნევდნენ. ჩემი ხასიათი უფრო ძლიერია, ვიდრე ჩემი გარეგნობა. და ეს ძალიან მომწონს. დიახ, მაკიაჟი მხოლოდ გადაღებების დროს… თუკი გულწრფელი ვიქნებით!.. მირჩევნია, მაკიაჟის გარეშე ვიყო – ისეთი განსხვავებული, როგორიც არის ჩემი ხასიათი იმ კონკრეტულ დღეს…“