“ისინი ერთმანეთს გადაჭამენ საქართველოში,მე კი წმინდა გიორგის ვხედავ რომელიც..”

July 24, 23:22
0
900

მეგობრებო,
22 ივლისს ზუსტად 14 წელი შესრულდა იმ წინასწარმეტყველების ჩაწერიდან, რომელიც ქვემოთ გვსურს შეგახსენოთ.
ეს წინასწარმეტყველება 2008 წლის ივლისში გამოქვეყნდა გაზეთში „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“. მისი ჩაწერიდან 18 დღის შემდეგ კი ომი დაიწყო — აგვისტოს ომი…
🇬🇪 2008 წელი, 22 ივლისი
იწყება ახალი პოლიტიკური, ვითომ დიდი თამაშები, მაგრამ ვხედავ, რომ არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები. ხალხი კი მოლოდინშია.
პარლამენტში მყოფ ოპოზიციას ხალხი საერთოდ არ ენდობა. არც მათ აინტერესებთ, რას ფიქრობს ხალხი. მათთვის მთავარია, რომ მსოფლიოს თვალში წარმოჩინდნენ, როგორც ოპოზიცია, რომ დააფიქსირონ, მთავრობას პარლამენტში ოპოზიცია ჰყავსო.

საწყალი ჩემი ხალხი. ვინც წარსულში ძარცვავდა და ჭამდა, ისევ ისინი ჭამენ დღესაც. მათ არაფერი დაუკარგავთ, აქვთ დიდი ფული, თანამშრომლობენ მთავრობასთან და თავს კარგად გრძნობენ — ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს. ხალხი კი გაჭირვებაში ცხოვრობდა და დღესაც ასე ცხოვრობს.
მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული. ვხედავ, ხალხის ბრძოლა დიდ შედეგს გამოიღებს მომავალში.
საქართველოს გაჭირვების, დღევანდელი მდგომარეობის გამოყენებას ცდილობენ საქართველოს მტრები, განსაკუთრებით, რუსეთი.
მინდა ისევ გავიხსენო ოცი წლის წინანდელი წინასწარმეტყველება, რადგან დღესაც იგივეს ვხედავ: რუსეთს სურს შეიერთოს აფხაზეთი, მაგრამ ეს ღია, უტვინო თამაშია. ამას ვერ მოესწრებიან, არაფერი გამოუვათ, ყველა მცდელობა ჩაფუშულია, ანულირებულია!
რუსები წავლენ საქართველოდან. საქართველო მაინც გავა ნატოს ხაზით. ყველა დაკარგულ ტერიტორიას დავიბრუნებთ. ეს ასეა ასი პროცენტით, ვინაიდან ასეთია ნება უფლისა. ამინ!
მოხდება დიდი ცვლილებები და ამ მოვლენებს ვერავითარი ძალა დედამიწაზე ვერ შეაჩერებს.
საქართველოში კი მიდის ძველი პოლიტიკური თამაშები, ერთმანეთს გადაჭამენ. ხალხს, ვხედავ, რომ არცერთი მხარისა არ სჯერა, არავის ენდობა (ეს ძალიან საშიშია). ოპოზიციას ეჭვის თვალით უყურებენ, ელოდებიან სულ სხვა გმირებს, ანუ ნამდვილ ოპოზიციას; მე კი ველოდები ოცი წლის წინ ჩაწერილი წინასწარმეტყველების ასრულებას: მოდიან მეცნიერები. ვხედავ ისევ და ისევ მეცნიერთა პარტიას — მათ, ვინც საქართველოს, ჩემს საყვარელ სამშობლოსა და ქართველებს გადაარჩენენ. და მალე ვიხილავთ „გიორგი ბრწყინვალეს“.
🇬🇪 ვხედავ, საქართველო აღმართავს მახვილს და მტერს გამოუცხადებს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას. ქართველები უკან არ დაიხევენ. დიახ, არცერთი ნაბიჯი უკან!
პატარა საქართველო დიდ რუსეთს უპირისპირდება და ეს პოლიტიკური და ფიზიკური ომი, ვხედავ, საბოლოოდ ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვებითაა დაგვირგვინებული.
მესმის ხმა:
‼️„და ეშვებიან, ვხედავ მეომრებს, მდუმარე სახით,
მათ თან მოჰყვებათ უფლის დაცვა და შეძახილი:
ჰე, ქუდზე კაცი, ქართველებო! ჰე, ქუდზე კაცი!
გამოდით ყველა საქართველოს გადასარჩენად!“
ამინ!
იცოდეთ ყველამ, რომ საქართველო გადარჩება. დადგება ძნელი დრო, მაგრამ ქართველები გავიმარჯვებთ!

Cesko