„ეს უკვე საბოლოო წვეთი იყო…“- უცნობმა თქვა, საიდან და ვისი მეშვეობით მოხვდა მასთან “მთავარი არხის” სკანდალური ჩანაწერი

July 18, 10:50
0
1462

შიგნიდან გატყდა ციხე და შიგნიდან მოხვდა ჩემთან ეგ ამბავი, – ამის შესახებ მუსიკოსმა გია გაჩეჩილაძემ „იმედის კვირაში“ ისაუბრა. მისი თქმით, ჩანაწერი ოპოზიციური მედიის წარმომადგელისგან ჩაუვარდა ხელში.

„მე რომ ვთქვი, რომ მაგათივე ჟურნალისტმა მომაწოდა ეს ამბავი, მაგათივე ჟურნალისტის ტელეფონი იდო იმ მაგიდაზე, საიდანაც ჩემთან მოხვდა ეს ამბავი. მე არ ვარ ის ადამიანი, რომ რაღაც კომპრომატები ვაგროვო, მაგრამ ისე ამომიყვანეს მეც და მთელ ჩემს ოჯახს. დედაჩემს ინსულტი დაემართა მაგათი სიუჟეტების გულისთვის. არ შეიძლებოდა ამის გატარება. ბოლოს “TV პირველი“ რომ მომადგა ამ ვითომ სუს-ის ფაილებით, ეს უკვე საბოლოო წვეთი იყო. საშუალება მომეცა, რომ გამოაშკარავებულიყო ეს ყველაფერი. რასაც მე მთელი ცხოვრება მიკეთებდით, ის შემოგიტრიალეთ უკან“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

გადაცემაში „უცნობის კიდობანი“ გადაიცა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვით, სავარაუდოდ „მთავარი არხის“ გადაცემა post-Factum-ის წამყვანი გიორგი გაბუნია და ამავე გადაცემის თანამშრომლები განიხილავდნენ სოსო გოგაშვილის მიერ, მათთვის მიწოდებულ მასალას, სათაურით – „საიდუმლო ფაილები პირდაპირ სუს-ის კომპიუტერებიდან“ – პირობითი მსჯავრდებულების გრძელი სია, რომლებსაც „ქართული ოცნება“ სასჯელისგან ათავისუფლებს და შემდეგ საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. ჩანაწერის თანახმად, სავარაუდოდ გიორგი გაბუნიამ გაიხსენა სოსო გოგაშვილთან შეხვედრა და ამ უკანასკნელის მიერ გიორგი თარგამაძისა და ნოდარ მელაძისთვის გადაცემული მასალები.

Cesko