მხოლოდ საღი ადამიანებისთვის!
მოდი, უბრალოდ, დავფიქრდეთ,
რა ხდება, რატომ ხდება და რა მიზანს ისახავს, რაც ხდება?
(ა) რა პრობლემებმა განაპირობა მიმდინარე პოლიტიკური
მოვლენები და რა როლი აკისრია ამ პროცესში უკრაინას –
ევროპის უდიდეს სახელმწიფოს,
რომელსაც არ აღმოაჩნდა ინტელექტუალური რესურსი
ამ დონის სახელმწიფოს მართვისა და იგი დაექვემდებარა
უდიდესი პრობლემების მქონე მთავარი სახელმწიფოს
მიზნებს.
(ბ) მიმდინარე პროცესებში რომ გავერკვეთ, დეტალურად
უნდა გავიაზროთ, თუ რა მდგომარეობაა მსოფლიოში ენერგეტიკის სფეროში: ვის რა პრობლემები აქვს, ვის არ
და ვერ ექნება ტექნოლოგიურად უპირატესობა; ვინ საიდან
იკვებება და რა პრობლემებია ამ მთავარი პროდუქტის
უზრუნველყოფაში!
(გ) რა ხდება ევროპაში და საით მიაქანებენ მას
მარიონეტული და იდეოლოგიით განადგურებული
ცნობიერებაკორექტირებული სახელმწიფო ლიდერები.
ევროპის პოლიტიკური კრახი დაიწყო 1968 წლის ცნობილი
მოვლენების შემდეგ! ტექნოლოგიამ იმუშავა ზუსტად და
ხედავთ, რა უტვინო ხალხი მართავს ევროკავშირის
ქვეყნებს!
კრახი გარდაუვალია.
აქედან ერთი დასკვნაა:
სახელმწიფოს არ შეიძლება მართავდეს ზერელე, იოდეოლოგიზირებული ნეო-კომკავშირლები: სახელმწიფოს ხელმძღვანელმა ზუსტად უნდა იცოდეს
ყველა ღრმა პრობლემა, რომელიც დგას მსოფლიოსა და
მისი სახელმწიფოს წინაშე. მაგალითი: ანგელა მერკელის
16-წლიანი უტვინო მმართველობამ მოამზადა გერმანიის
სრული კრახი. უნდა დავფიქრდეთ, ვის ინტერესებში იყო
ეს! გერმანიამ საკუთარ თავს თავად ჩასცა მახვილი.
მას უკვე არაფერი უშველის!
(დ) რაც ხდება, დაფარულია, – თანდათან ვეცდები ცალკეული მიმართულებებით განვმარტო! უკრაინა მხოლოდ ინსტრუმენტია, სრული კრახისთვის განკუთვნილი.
(ე) ახლა დავფიქრდეთ, – უბრალოდ:
რა მოხდება, რომ რუსეთიდან გამავალი გაზგამტარი სისტემები ააფეთქონ ევროპის ტერიტორიაზე, ანდა “ჩრდილოეთი ნაკადი-1″… ოდნავ დაუფიქრდით, რაც
გონივრულ დროში იქნება რეალიზებული.
(ვ) რა მოხდება ევროპაში წარმოიდგინეთ:
რა შეიძლება მოხდეს რეალურ დროში და…
იფიქრეთ!