მიხეილ სააკაშვილი წიგნში “ძალის გამოღვიძება” უახლესი წარსულის საინტერესო დეტალებს გვიყვება, მათ შორის კანონიერ ქურდებზე “როცა ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, კრიმინალური საქართველოს ერთ ერთი ფაქტობრივი მმართველი კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი იყო. ანალოგიური ფიგურა მოსკოვში იყო შაქრო კალაშოვი. როდესაც შაქრო საქართველოში ჩამოდიოდა, აეროპორტში მას შინაგან საქმეთა მინისტრი ხვდებოდა. ეს ადამიანები აკონტროლებდნენ ნარკოტრაფიკს, ნავთობპროდუქტებს, სათამაშო ბიზნესს, მარტო სახელი შაქრო შიშის ზარს სცემდა ყველას. იუსტიციის მინისტრი რომ ვიყავი, კალაშოვმა დუდუ დადიანის ხელით ასე 20 000 დოლარის ღირებულების საათი გამომიგზავნა. მე რა თქმა უნდა, უარი ვთქვი აღებაზე, სამაგიეროდ, სინდისს არ შევუწუხებივად როცა ჩემმა მთავრობამ მას სასახლე ჩამოართვა წყნეთში.
ონიანიცა და შაქროც რუსეთში ცხოვრობდნენ, მაგრამ ფულს საქართველოში შოულობდნენ. ვარდების რევოლუციიდან მოკლე ხანში, უცხოელებთან დანიშნული მქონდა შეხვედრა თბილისში, სასტუმრო “მერიოტში”, სასტუმროს ფოიეში ჩემთან მოვიდა საშუალო ხნის ზორბა მამაკაცი. იცი ეს ვინ არის?-მკითხა გია ბარამიძემ. ჩემმა დაცვის თანამშრომელმა რომელმაც ყველაფერი დაინახა, აგვიხსნა – ტარიელ ონიანი, ცნობილი კანონიერი ქურდი.შინაგან საქმეთა მინისტრს დავურეკე და ვუბრძანე, ონიანისთვის გადაეცა,რომ საქართველოდან წათრეულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში ხვალვე დავაპატიმრებდით. ონიანი დაუყოვნებლივ გაემგზავრა.
ერთხელ პუტინს პირდაპირ ვკითხე, მას შემდეგ რაც მათ ონიანი შეიფარეს,რაში გჭირდებათ ჩვენი კანონიერი ქურდები?ის პოლიტიკოსი არაა, მკვლელია, რატომ გადაადგილდება მოსკოვის ცენტრში უშიშროების სამსახურის დაცვით? პუტინმა ღიმილით შემომხედა და მიპასუხა: რუსეთი თავისუფალი ქვეყანაა, აქ ყველას შეუძლია ყოფნა და გადაადგილება. პუტინმა გამოიყენა ჩვენი კანონიერი ქურდები პოლიტიკური მიზნებისთვის, შემდეგ ის იძულებული გახდა ჩაესვა ონიანი, რომლის ბრძანებითაც მისი რჩეული კანონიერი ქურდი იაპონჩიკი მოკლეს.სნაიპერის კვალმა ის ონიანთან მიიყვანა. კანონიერი ქურდები საქართველოდან გავაძევეთ, ისინი ამის გამო ძალიან გაბრაზებულები იყვნენ, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
წყარო:https://cnews.ge/კალაშ