“ნაცებს” ახალი ომი და 2008 – წელს დაწყებულის დასრულება სურთ

0
878
59 Views

პარლამენტში “ნაცმოძრაობის” ის სახეები ითხოვენ რეზოლუციის ტექსტის ჩასწორებას და რუსეთის კიდევ უფრო გაღიზიანებას, რომლებმაც 2008 – წლის აგვისტოში პირველებმა დატოვეს ქვეყანა და ქართველ ხალხს წითელი ხიდიდან მოგვაძახეს, “დანა ჩანგლებით იომეთ”!!! ჩვენ თავს ვუშველეთო.

აი ის თანაოკუპანტი ნაცები ითხოვენ, რომლებმაც მოწინააღმდეგეს კოდორის ხეობა უბრძოლველად ჩააბარეს, აღადგინეს გაუქმებული “სამხრეთ ოსეთის” რესპუბლიკა მის ადმინისტრაციულ ერთეულს ახალგორი და ასზე მეტი სოფელი მიუერთეს, შემდეგ რუსულ სამშვიდობო ძალებს მანდატი გაუგრძელეს და არც ეს არ იკმარეს ევროსაბჭოში ბაქრაძის ხელმძღვანელობით წარგზავნილ დელეგაციას ომის დაწყებაც აღიარებინეს.

ტექსტი არ მოსწონს “ღ’რეღორი” ვაშაძესაც” ეს რუსული კულტურის კაცი საგარეო საქმეთა სამინისტროდან ირწმუნებოდა, რომ რაც ცხინვალში მოხდა ეს თურმე ოსების თვით შემოქმედება იყო და მასთან არაფერი ჰქონდა საერთო მოსკოვს.

სულ მცირე მორალური უპირატესობა უნდა გააჩნდეთ, რეზოლუციის გადახედვა ან ტექსტში “ანტირუსული რიტორიკის” გაძლიერებას, რომ ითხოვენ.

ირაკლი ჯანყარაშვილი; სამოქალაქო აქტივისტი

 

 

Cesko