14 ივლისიდან 25 ივლისამდე პერიოდი ყველაზე რთული იქნება – მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება მოსახლეობას

0
417
24 Views

ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით საზოგადოებას აფრთხილებს. მისი თქმით, ხვალ 12 ივლისს სავსემთვარეობაა და კონფლიქტების ალბათობა მატულობს. ამასთან, ის სიფრთხილისკენ მოგვიწოდებს 14 ივლისიდან 25 ივლისამდე – ე.წ. კოსმიური გამოცდის პერიოდში.

„მიმდინარე კვირა გასაყოფია ორ ნაწილად, 14 -მდე და 14 ივლისის შემდგომ. ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი და კვირა გეომაგნიტური დღეებია და ძალიან დიდ გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ამიტომ მაქსიმალურად აკონტროლეთ წნევა და ცოტა მეტად დაისვენეთ. სამშაბათს არის სავსემთვარეობა. თხის რქისა და კირჩხიბის ღერძზე ხდება ეს მოვლენა. ამ დღეს ძალიან ბევრი ენერგია მოდის კოსმოსიდან, ამიტომ ცოტა მეტი ყურადღება გამოიჩინეთ, რადგან მოსალოდნელია ტრავმულ-ავარიული ტენდენციები, მოერიდეთ საქმეების გარჩევას, რადგან კონფლიქტური ტენდენციები მომატებულია. 14 ივლისიდან იწყება კოსმიური გრიგალი და 25 ივლისამდე გასტანს, ეს პერიოდი ყველაზე რთული იქნება, ეს ნიშნავს იმას რომ, ეს დრო უნდა გაატაროთ სასიამოვნო გარემოში, იყოთ, იმ ადამიანებთან, ვინც გიყვართ და დაიმუხტოთ დადებითი ემოციებით“, – განაცხადა მიხეილ ცაგარელმა „იმედის დილის“ ეთერში.

Cesko