რა შეიძლება გაკეთდეს იმ შემთხვევაში, თუ დამქირავებელი საკუთრებას არ ტოვებს

0
401
42 Views

იურისტი დავით კლდიაშვილი იმ გზებზე საუბრობს, რომლითაც მესაკუთრეებს საკუთარი უფლებების დაცვა შეუძლიათ.

მისი თქმით, 2015 წელს მიღებული კანონი პოპულისტურია და მის შედეგებზე თავის დროზე სათანადოდ არ იფიქრეს, ამან კი ზიანი სხვა ურთიერთობებსაც მიაყენა, მაგალითად, გაჩერებულია რამდენიმე საინვესტიციო პროექტიც, რადგან მესაკუთრეს თავისი ქონების სურვილისამებრ გამოყენების უფლება არ აქვს.

„დღეს ასეთი სიტუაციაა: თუ თქვენ გააქირავეთ ბინა და ის აღარ იხდის საფასურს ან ხელშეკრულებას ვადა აქვს გასული, პირის გამოსახლებისთვის თქვენ გჭირდებათ სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს დროში გაწელილი პროცესია. მართალია კანონში არის ჩანაწერი, რომ მსგავსი ტიპის საქმის განხილვა შემჭიდროვებულ ვადებში უნდა მოხდეს, თუმცა ეს პრაქტიკაში არ მუშაობს და ქეისები წელიწად-ნახევრამდე მაინც იწელება. მესაკუთრეს ასევე შეუძლია სასამართლოს მსვლელობის პერიოდში გადაუხდელი იჯარის ანაზღაურება მოითხოვოს, მაგრამ როცა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზეა საუბარი ამის აღსრულება შეუძლებელია. სასამართლო ერთადერთი კანონიერი გზაა, მაგრამ სამწუხაროდ მომრავლდა შემთხვევები, როდესაც ადამიანები პრობლემბის მოგვარებას საკუთარი ძალებით ცდილობენ, შედიან ბინებში, ცვლიან საკეტებს, თიშავენ წყალმომარგაებას და ა.შ. თუმცა მსგავსი ქმედება პრობლემას ისევ მესაკუთრეს შეუქმნის.

რა შეიძლება გაკეთდეს ამ კანონის „გამოსასწორებლად“? – პირველი: შეიძლება გამოყონ სპეციალური მოსამართლეები, რომლებიც ასეთ საქმეებს მართლაც შემჭიდროვებულ ვადებში განიხილავენ; მეორე: ამ პრობლემის ტექნიკური გადაწყვეტა საჯარო რეესტრის ჩართულობით მოხდეს – მაგალითად ყველა ტიპის საიჯარო ურთიერთობა ავტომატურად დაექვემდებაროს რეგისტრაციას და როდესაც ქირის არ გადაიხდიან, გამქირავებლის მხრიდან გარკვეული წერილის წარდგენით, იჯარის შესახებ ჩანაწერის წაშლა მოხერხდეს“ – აღნიშნავს იურისტი „საქმიანი დილაში“.

Cesko