თეა გოდოლაძე გახშირებულ მიწისძვრებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას აკეთებს

0
959
31 Views

“დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტის” ხელ­მძღვა­ნელი თეა გო­დო­ლა­ძე სოციალური ქსელში რამდენიმე გზავნილს აქვეყნებს, რომლებსაც უცვლელად გთავაზობთ :

“ჩემო ძვირფასებო, არავითარი ვულკანი არ ამოიფრქვევა ჯავახეთზე.სულ ვამბობდით და ვამბობთ, საქართველო და კავკასია სეისმურად აქტიური ქვეყანა და შესაბამისად რეგიონია. დიახ, ბევრი მიწისძვრა ხდებოდა და ხდება ჩვენთან.”

„არ ჩერდება, ურახუნებს და ურახუნებს. ბოლო, ამ წუთში, 3.6-იანია“, – წერს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის სეისმოლოგი, თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში.

როგორც „პრაიმტაიმთან“ საუბრისას სეისმოლოგი ამბობს, გუშინ, 3 საათში, ზედიზედ მომხდარი 6 მიწისძვრა პანიკის საფუძველს არ იძლევა.

„ეს მეექვსეა, რაც გამოვაქვეყნეთ. მაგრამ, კიდევ ხდება მიწისძვრები. საქართველოში ყოველდღე ხდება მიწისძვრა. უბრალოდ, ამას არეგისტრირებს ხელსაწყოები. ახლა, ეს არის შედარებით ძლიერი მიწისძვრები, რომელსაც ვაქვეყნებთ. თორემ, მიწისძვრები ყოველთვის ხდება და მოხდება ამ ქვეყანაში. არანაირი პანიკის საფუძველს არ გვაძლევს,“ – ამბობს თეა გოდოლაძე.

Cesko