„დასავლეთის ეკონომიკური ბლიცკრიგი ჩავარდა- რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები არ მუშაობს” -ვლადიმირ პუტინი

0
458
15 Views

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები არ მუშაობს.

„ევროპის მცდელობებს, ჩაანაცვლოს რუსული ენერგორესურსები, მოსალოდნელ შედეგამდე მივყავართ. ეს არის გაზის ფასის მატება და ენერგორესურსების ღირებულების ზრდა მომხმარებლისთვის. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაცილებით მეტ ზიანს აყენებს ზუსტად იმ ქვეყნებს, რომლებიც მათ აწესებენ. თუ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკა კიდევ გაგრძელდება, ამან შეიძლება გამოიწვიოს კიდევ უფრო მძიმე, თუნდაც კატასტროფული შედეგები გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე.

რუსული ენერგეტიკული კომპანიები რჩებიან სანდო და პასუხისმგებელ პარტნიორებად. ამავდროულად, რუსეთის ენერგორესურსებზე უარის თქმის შესახებ დასავლეთის მოწოდებების გამო, მსოფლიო ბაზრები კვლავ ციებ-ცხელებაში არიან. ამრიგად, დასავლეთის ეკონომიკური ბლიცკრიგი ჩავარდა“, – განაცხადა პუტინმა.

Cesko