ამას არავინ ელოდა… ყველასათვის მოულოდნელი და სენასციური ინფორმაცია… ვინ ჩაანაცვლებს პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს…

0
2224
54 Views

მოძრაობის „შინ ევროპისკენ“ ხელისუფლების გადადგომისათვის მიცემული ერთკვირიანი ულტიმატუმის ვადა 3 ივლისს იწურება. ამ ფონზე, ბიძინა ივანიშვილს ახალი თავის სატკივარი გაუჩნდა – ვინ წარადგინოს პრემიერის პოსტზე ღარიბაშვილის შემცვლელად?
მართალია, მოძრაობის ულტიმატუმს „ქართული ოცნება“ მტკიცე უარით პასუხობს და აცხადებს, რომ 3 ივლისის შემდეგაც დარჩება ხელისუფლებაში, თუმცა კულუარებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ღარიბაშვილის შემცვლელად ივანიშვილი ორ კანდიდატურას ასახელებს, ესენია – ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მოქმედი მინისტრი ლევან დავითაშვილი და ოლიგარქის ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი ივანიშვილის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს.

ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი გადადგომის შესახებ ნებისმიერი მოწოდება არის „ჭორი“ და „აბსურდული“.

Cesko