უკრაინაში დღეს კიდევ 3 ქართველი მებრძოლი დაიღუპა

April 16, 19:44
0
812

უკრაინაში დღეს კიდევ 3 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულები არიან: ზაზა ბიწაძე, ალიკა ცაავა და არკადი კასრაძე. ასევე დაჭრილია კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი.

როგორც „იმედინიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უკრაინაში საქართველოს საელჩო მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსშია და კონტაქტზეა ოჯახის წევრებთან. ცხედრების გადმოსასვენებლად დაიწყება შესაბამისი პროცედურები.

ამასთან, უკრაინაში საქართველოს ელჩის, გიორგი ზაქარაშვილის განცხადებით, ჯერჯერობით მათთვის უცნობია, თუ სად და რა ვითარებაში დაიღუპნენ ქართველი მებრძოლები. მეტი დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად უკვე 9 ქართველი მებრძოლია დაღუპული.

Cesko