1,245 Views
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე დავა დასრულდა.
მოსარჩელე მხარეს წარმოადგენდნენ ბასილაშვილის ყოფილი სპონსორები, ბიზნესმენი ძმები კაჭარავები, რომლებიც ცნობილ ჩოგბურთელს რამდენიმე მილიონ ლარს და გაყიდულ თამაშებს ედავებოდნენ.
ბასილაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, მომსამართლე არჩილ კოჭლამაზაშვილმა მოსარჩელეთა არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ სრულად გაიზიარა ბასილაშვილის ადვოკატების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.