მსახიობ ანა ტყებუჩავას საზოგადოება „ჩემი ცოლის დაქალებიდან” კარგად იცნობს, სადაც ის ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელია. ჟურნალ „სარკესთან” ის იმ ფინანსური პრობლემების შესახებ ალაპარაკდა, რომელთა წინაშეც სერიალი დგას. მსახიობის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ მალე „ჩცდ” დაიხუროს.
„მე მოვრჩი გადადაღებებს. სხვებს აქვთ რაღაც დეტალები დარჩენილი, მაგრამ რამდენიმე დღეში დამთავრდება. გარკვეული ფინანსური პრობლემების გამო დროზე ადრე დავასრულეთ მუშაობა. წინა სეზონებში ივლისის ბოლომდე გვქონდა ხოლმე გადაღებები, რათა მაყურებელს მთელი აგვისტოს განმავლობაში ენახა ახალი სერიები.
ძალიან ბევრი ჭორი ვრცელდება, რომ შეიძლება აღარ გაგრძელდეს და ეს ჭორები საფუძველს მოკლებული არაა, მაგრამ საბოლოო პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს. როგორც ყველაფერს ამ ქვეყანაში, ჩვენს სერიალსაც დაეტყო ქვეყნის არასწორი კურსი. იმის გამო, რომ ტელეკომპანიაში რეკლამების დრო შეიზღუდა, ბუნებრივია, სატელევიზიო პროდუქტის შექმნა ძალიან გართულდა. ჩვენები ყოველთვის პოულობენ ხოლმე გამოსავალს, ამიტომაც გარკვეული იმედები მაქვს”, – აცხადებს ანა ტყებუჩავა.