ია ფარულავას გადაცემა მორიგ სკანდალში გაეხვა – “დილიდან მირეკავენ ადამინები…”

0
1517
458 Views

მსახიობი და ტელეწამყვანია ფარულავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მზად ყოფნას გამოთქვამს, სატელევიზიო ეთერი დაუთმოს იმ პირს, რომელიც მსახიობმა გიორგი ყიფშიძემ საჯაროდ დაადანაშაულა თავისი ოჯახის დაზარალებაში.

„ჩემს ბოლო გადაცემას არ ჩაუვლია მითქმა-მოთქმის და ზარების გარეშე. ბოლო სტუმარმა, გიორგი ყიფშიძემ მოყვა ამბავი, სადაც დაასახელა პიროვნება, რომელსაც გიორგის თქმით, წვლილი მიუძღვის მისი ოჯახის ზარალში, თუმცა დილიდან მირეკავენ ადამიანები და მიყვებიან ამბის განსხვავებულ ვერსიას. მე არ მაქვს სასამართლო, სადაც გავარკვევ მტყუან-მართალს, ამიტომ მზად ვარ, რომ შესაძლებლობის ფარგლებში, მივცე საშუალება ბიზნესმენ ტონი ბახტაძეს მოვიდეს გადაცემაში და მოყვეს მისი ვერსია“, – წერს ია ფარულავა.

ცნობისთვის, მსახიობმა გიორგი ყიფშიძემ გადაცემაში – „ია ფარულავას ფარული კონვერტი“ განაცხადა, რომ დედამისის მამის ბინა თაღლითი ბიზნესმენების გამო აუქციონზე გაიყიდა.

Cesko