“ხანდაზმულებს ძლიერ დამამშვიდებელ მედიკამენტებს ასმევდა, აძინებდა, შემდეგ კი ძარცვავდა” – საბრეძნეთში ქართველი ქალი დააკავეს

0
652
236 Views

ბერძნული მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ხანდაზმულებს ძლიერ დამამშვიდებელ მედიკამენტებს ასმევდა, აძინებდა, შემდეგ კი მათ ძარცვავდა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, 47 წლის ქართველი ქალი ოჯახებში დამხმარედ მუშაობდა, აღნიშნული სქემით მოქმედებდა, ფულისა და ძვირფასი ნივთების გამოძალვის შემდეგ კი უჩინარდებოდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქალი შესაბამისი უწყებების სამიზნე იყო, რადგან მის მიმართ პრეტენზიები მატულობდა. სამართალდამცველებმა მისი პოვნა და დაკავება ორი დღის წინ მოახერხეს.

როგორც მედიასაშუალებები წერენ, ეჭვმიტანილი მოქმედებდა სპეციფიკური გეგმით – მას შემდეგ, რაც შეიტყობდა ინფორმაციას მოხუცების შესახებ, რომლებსაც სახლში დამხმარე სჭირდებოდათ, უკავშირდებოდა მათ და შეხვედრას გეგმავდა, შემდეგ პოტენციურ მსხვერპლს ცრუ ინფორმაციას აწვდიდა და შეხვედრის შემდეგ მათი ნდობის მოპოვებას ცდილობდა.

“დამხმარეს მოვალეობის შესრულების შემდეგ, როგორც წესი, პირველივე დღიდან ხანდაზმულებს საკვებსა და სასმელში საძილე საშუალებებს უყრიდა და მათი ბინიდან ფული, ძვირფასეულობა და სხვა ძვირფასი ნივთები მიჰქონდა”, – წერს მედია.

Cesko