110 Views
რუსეთის ფედერაციამ შავ ზღვაში გემების ჯგუფის შემადგენლობა შეავსო, – ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ სარდლობა „სამხრეთზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
„შავ ზღვაში მტრის გემების ჯგუფმა შემადგენლობა შეავსო. ამიერიდან იქ იმყოფება ფრთოსანი რაკეტების 3 ზედაპირული და 3 წყალქვეშა გადამზიდავი, რომელთა საერთო არსენალი 36 რაკეტას შეადგენს, ასევე განლაგებულია 3 დიდი სადესანტო ხომალდი,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
უკრაინული მედია წერს, რომ ამჟამად რუსეთი წყალქვეშა ფლოტზეა ორიენტირებული.