ევროვერდიქტს, დეოლიგარქიზაციის მოთხოვნით, დიმიტრი ლორთქიფანიძე ეხმაურება

June 20, 11:11
0
447

პოლიტიკოსმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ სააგენტო “სპლიტ”-თან საუბარში განაცხადა:

მიმაჩნია, რომ დეოლიგარქიზაციის პროცესი პირველ რიგში დაკავშირებულია მთელს ქვეყანაზე თავსმოხვეულ სისტემურ ნეოლიბერალურ იდეოლოგიასა და მის მთავარ გენერატორთან, მსოფლიო ოლიგარქთან ჯორჯ სოროსთან, რომელიც საქართველოში აქტიურად ოპერირებს 1996 წლიდან და აფინანსებს ყველაზე უფრო ანტიეროვნულ და ანტისახელმწიფოებრივ ძალებს, სახიფათო სოციალური ექსპერიმენტების გასატარებლად ქვეყანაში. იქნება ეს ლგბტ პროპაგანდა, ნარკოპროპაგანდა, აბორტები თუ ეროვნული ცნობიერების გამოშიგვნისკენ მიმართული უხვად დაგინანსებული კამპანიები!
ამიტომ..
2012 წელს გაცემული და შეუსრულებელი დაპირება სამართლიანი სამართლებრივი გარემოს აღდგენისა და ყველა დამნაშავე პირის პასუხუსგებაში მიცემის შესახებ, ახლა მაინც აღსრულდება, როდესაც რევანშისტულმა დანაშაულებრივმა სინდიკატმა გადაწყვიტა მიიტაცოს ძალაუფლება “დეოლიგარქიზაციის” საბაბით, რომლის ინსპირაციაც ევროკომისიიდან მოდის და რაც პირდაპირ მიმართული პროვოკაციაა სამოქალაქო დესტაბილიზაციის, ხელისუფლების გადაბარებისა და საქართველოში მილიტარისტული ფრონტის გასახსნელად , გლობალური ამოცანების აღსრულების საბოლოო მიზნიდან გამომდინარე!

ესაუბრა კონსტანტინე ჩიკვილაძე

Cesko