აქ უკვე არა იმდენად ივანიშვილის მხარდაჭერაზეა საუბარი, რამდენადაც ეროვნული ღირსების უპირობო დაცვაზე!

0
1049
62 Views

არ მაინტერესებს,ვინ როგორ გადათარგმნის,თავს უფლებას ვაძლევ,რასაც ვფიქრობ, მოურიდებლად გავაჟღერო:
არც ზვიადისტი ვყოფილვარ,არც შევარდნაძისტი,არც მიშისტი და რა თქმა უნდა, არც ბიძინისტი.

საერთოდ, ყოველგვარი ისტი მაღიზიანებს,მაგრამ ,არ შემიძლია საკუთარი პოზიცია არ დავაფიქსირო იმ თავხედური გამოხტომის მიმართ,რაც ევროპარლამენტართა რეზოლუციაში იკითხება.
უპირველესად, ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოთქმულ უტიფრობებს,რისი უფლებაც მახათგაყრილ და “ნაციონალების ” მიერ შეგულიანებულ ე.წ. ევროპარლამენტარებს, არ ჰქონდათ.
ივანიშვილის ღვაწლის, თუ შეცდომების შეფასება ქართული საზოგადოების პრეროგატივაა და ამდენად, არავის არა აქვს უფლება, ჩაერიოს სუვერენული( ფორმალურად მაინც) სახელმწიფოს საშინაო საქმეებში.
რა პრეტენზიაც არ უნდა გვქონდეს ივანიშვილის მიმართ,რა შეცდომებზეც არ უნდა ვაპელირებდეთ,ივანიშვილმა ( ერთმა კაცმა) გააკეთა ის,რაც მთელი ცხრა წლის მანძილზე მთელმა საზოგადოებამ ვერ გაბედა- არა აქვს მნიშვნელობა,ვისი დაკვეთით შემოვიდა იგი ქართულ პოლიტიკაში!
დიახ,მისი ქველმოქმედების მასშტაბებს თავი რომ დავანებოთ,მან მოგვაშორა( სანახევროდ მაინც) ის წურბელა სააკაშვილის და “ნაცმოძრაობის” სახით,რომელიც 9 წელი სისხლს სწოვდა საქართველოს მოსახლეობას!
ხოლო,რაც შეეხება ყბადაღებულ კოჰაბიტაციას,რომელიც თავს მოგვახვიეს ოკეანისგაღმელებმა და ე.წ.კოლექტიურმა დასავლეთმა და რომელმაც გაახანგრძლივა დამნაშავე რეჟიმის პარპაში საქართველოში ” მთავარი ოპოზიციის ” სახით,ამაში ლომის წილი,ჩვენ, საქართველოს მოსახლეობას მიგვიძღვის და აი,რატომ:
ჩვენ რომ ღირსებაშერჩენილი საზოგადოება ვყოფილიყავით,უნდა წაგვეყენებინა ულტიმატუმი იგივე ივანიშვილის მიერ მოყვანილი ხელისუფლებისთვის-გაესამართლებინა დამნაშავე რეჟიმი და აეკრძალა ” ნაციონალური მოძრაობა,” როგორც მავნე პოლიტიკური წარმონაქმნი.
ჩვენ ამაზე თავი არ შევიწუხეთ.მაშ,რას ვერჩით ამ მხრივ ივანიშვილს?!
კიდევ ვიმეორებ: შეიძლება პრეტენზიები გვქონდეს ივანიშვილის მიერ დატოვებული ხელისუფლების მიმართ,მაგრამ,უმადური არ უნდა ვიყოთ იმ რისკის შემცველი ნაბიჯის გამო,რომელმაც ხელისუფლების სათავეებს ჩამოაშორა “ნაციონალური მოძრაობა”,ჩვენ კი, ამოსუნთქვის საშუალება მოგვცა.
აქედან გამომდინარე,მოგვწონს,არ მოგვწონს,მეთანხმებით,არ მეთანხმებით, ქართველი ერი ვალშია ივანიშვილის წინაშე.ამ ვალს კი გადახდა უნდა!
დღეს ,როცა საქართველოს შიდა მტრების წაქეზებით, ევროპარლამენტის დონეზე საუბარი მიდის ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე და მთლიანად მის ჩამოშორებაზე ქართული პოლიტიკიდან,ჩვენ ვალდებული ვართ ,დავიცვათ საკუთარი ქვეყნის ღირსება – წინ აღვუდგეთ ამ პროვოკაციას ,რაც ჩვენს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა და ერთად დგომით პასუხი გავცეთ არამკითხე პროვოკატორებს!
აქ უკვე არა იმდენად ივანიშვილის მხარდაჭერაზეა საუბარი, რამდენადაც ეროვნული ღირსების უპირობო დაცვაზე!!!

ზაურ ნაჭყებია, ჟურნალისტი; სოციალური ქსელი

Cesko