„ნიკა მელია ყოველთვის ასე ფიქრობდა, ოღონდ ასე არ ლაპარაკობდა“ – ბობოხიძე ფარულ ვიდეოჩანაწერზე

0
702
42 Views

„ბატონი ნიკა მართალია ისე ფიქრობდა, როგორც დღეს ამბობს, მაგრამ თავიდან ისე კი არ ამბობდა, როგორც ფიქრობდა, არამედ ლაპარაკობდა იმ განწყობების მიხედვით, რა განწყობებიც იყო, მაშინ საზოგადოებაში“, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი აკაკი ბობოხიძე ფარულ ვიდეოჩანაწერს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ ის საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების წინააღმდეგი იყო.

როგორც ბობოხიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში აღნიშნა, ნიკა მელია ყოველთვის ასე ფიქრობდა, ოღონდ ყოველთვის ასე არ ლაპარაკობდა.

„ხელისუფლება ყოველთვის ეცდება, რომ პროცესი განხეთქილებად წარმოაჩინოს. ხელისუფლება ამას რომ ცდილობს, გასაგებია, მაგრამ ბატონ გუბაზ სანიკიძის გამოსვლაც ამ განწყობებს ხელს უწყობს.

ნათელი მაგალითია ბატონი ნიკა მელიას პასუხი იმ ჩანაწერზე. ჩანაწერის კომენტირებას არ დავიწყებ. არც კი გახსოვთ, რომ მისი პოზიცია არ იყო ასეთი. როდესაც ამაზე ვიწყებთ საუბარს, არავინ იხსენებს ვინ რას ლაპარაკობდა გუშინ, გუშინწინ.

ბატონი მელია რას ამბობს? ის ყოველთვის ასე ფიქრობდა, ოღონდ ის ყოველთვის ასე არ ლაპარაკობდა. კარგი იქნება თუ ჰკითხავთ და გაიხსენებთ ჟურნალისტები, რომ „ევროპული საქართველო“ ჯვარს გვაცვეს, როდესაც თავიდანვე რასაც ვფიქრობდით და ამას ვფიქრობდით, რასაც დღეს მელია აცხადებს, ავდექით და ვთქვით კიდეც.

ბატონი ნიკა მართალია ისე ფიქრობდა, როგორც დღეს ამბობს, მაგრამ თავიდან ისე კი არ ამბობდა, როგორც ფიქრობდა, არამედ ლაპარაკობდა იმ განწყობების მიხედვით, რა განწყობებიც იყო მაშინ საზოგადოებაში.

ამასთან, ბატონი ნიკა ამბობს, რომ კატეგორიული წინააღმდეგი იყო მიშას საქართველოში ჩამოსვლის და იმას არ ამბობს, რატომ იყო კატეგორიული წინააღმდეგი? მხოლოდ იმიტომ, რომ დაჭერა ემუქრებოდა? თუ იმიტომაც, რომ მის ჩამოსვლას უკუეფექტი შეიძლება ჰქონოდა და სასარგებლო აღმოჩენილიყო ივანიშვილისთვის“, – აცხადებს აკაკი ბობოხიძე.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია „იმედმა“ ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, სადაც ნიკა მელია ამბობს, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების წინააღმდეგი იყო.

Cesko