„უფალს ვთხოვ ყველამ ასე გაიმარჯვოს…“ – გოგონამ, რომელსაც უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა, მძიმე სენი დაამარცხა და მალე საქართველოში დაბრუნდება

June 1, 09:09
0
500

თამარ ჯაჭვლიანმა, რომელსაც 1 წლის წინ მძიმე დიაგნოზი დაისვეს, ლეიკემია დაამარცხა და მალე მკურნალობის დასრულებისთანავე საქართველოში დაბრუნდება.

„შარშან ამ დროს ჩვენს ოჯახში სიტყვა ლეიკემიამ ყველაფრის ხალისი დაგვაკარგინა. ზუსტად ერთი წელი გავიდა.რამდენი ტანჯვა გადაიტანა თამარმა ამ ერთი წლის განმავლობაში მაგრამ ამად ღირდა. უნდა გაგახაროთ ჩემო მეგობრებო.ლეიკემია დამარცხებულია. ყველაზე ძლიერი და მაგარი გოგო ხარ თაკო. მადლობა უფალს და მადლობა თქვენ გვერდში დგომისთვის.

უფალს ვთხოვ ყველამ ასე გაიმარჯვოს და დაამარცხოს ყველა დაავადება. მადლობა უფალს ამ დღისთვის. ძალიან მიხარია თამარმა თქვენთან ერთად გაიმარჯვა და სულ მალე საქართველოში დაბრუნდება. უფალმა არმოგაკლოთ ჯანმრთელობა,“ – დაწერა სოფი ჯაჭვლიანმა.

Cesko