რა მსგავსება შეიძლება იყოს ომიკრონისა და შიდსის ვირუსებს შორის? – “გამოჩნდა პირველი კვლევები” – ზაზა წერეთელი

0
698
41 Views

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში წერს:

“ოთხი ინფორმაცია და სამი გრაფიკი მათთვის ვისაც ომიკრონი არაფრად მიაჩნია, ჰგონია რომ ვირუსის გადატანა უკეთესია ვიდრე ვაქცინაცია, რომ გართობა და წაყრუება დაიცავს ქვეყანას ხანგრძლივი კოვიდის პრობლემებისგან და რომ ერთი “პატიმრის” ახირებები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მთელი ქვეყნის მოსახლოების ჯანმრთელობა

1)სპეციალისტებმა დაიწყეს საუბარი რომ სამხრეთ აფრიკაში სიკვდილიანობა ძალიან იზრდება, შემთხვევების პიკიდან ერთ თვეზე მეტი ხნის შემდეგ. შესაძლოა რომ “ომიკრონი” არ მიჰყვება ჩვეულებრივ 14-21 დღის ჩამორჩენას როგორც ეს სხვა შტამების ტალღებისთვის იყო დამახასიათებელი.

2) კვლევამ აჩვენა რომ ომიკრონის ინფექცია აძლიერებს ვაქცინებით გამოწვეულ ადრე არსებულ იმუნიტეტს, მაგრამ თავისთავად ვერ იწვევს, ჯვარედინ მანეიტრალიზებელი იმუნიტეტს სხვა შტამების მიმართ არავაქცინირებულ ადამიანებში.

3) ვაქცინაცია ეხმარება ომიკრონის წინააღმდეგ ორგანიზმის პასუხს. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინირებულმა პირებში ინფიცირების დასაწყისში ომიკრონის წინააღმდეგ დაფიქსირდა თითქმის იდენტური და დაბალი ნეიტრალიზაცია, როგორც არავაქცინირებულში, მათი ნეიტრალიზაცია გარკევული დროის შემდეგ გაცილებით უფრო მაღალია. ამიტომაც არის რომ ვაქცინირებულებში ეს ფორმა მიმდინარეობს უფრო ადვილად, და არა ის რომ ზოგადად ომიკრონი ადვილი ფორმაა

4) და ძალზედ საყურდღებო, გასულ კვირას გამოჩნდა პირველი კვლევები რომლებიც აჩვენებს რომ ვირუსი შესაძლებელია აზიანებდეს T-უჯრედებს ისევე როგორც ამას აკეთებს შიდსის ვირუსი და შესაბამისად იმუნური დეფიციტის პრობლემები შეიძლება წარმოიქმნეს როგორც ხანგრძლივი კოვიდის ერთ-ერთი ფორმა”

Cesko