“ბედი არ მაქვს, ზოგიერთს ისე დააბერტყავს უფალი შესაბამის გამომეტყველებას, რომ შეგშურდება” – ვოლსკიმ ბერძენიშვილს ძალიან დიდი დაუბრუნა

May 27, 22:53
0
830

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ, გი­ორ­გი ვოლ­სკიმ ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას “სა­ხის გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბას­თან” და­კავ­ში­რე­ბით იუ­მო­რის­ტუ­ლი პოს­ტით უპა­სუ­ხა.

“ბედი არ მაქვს, ზო­გი­ერთს ისე და­ა­ბერ­ტყავს უფა­ლი შე­სა­ბა­მის გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბას, რომ შეგშურ­დე­ბა კაცს…” – წერს ვოლ­სკი “ფე­ის­ბუქ­ზე” და ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის ფო­ტოს აზი­ა­რებს.

“ფორ­მუ­ლას” ეთერ­ში, გა­და­ცე­მა­ში “პო­ლიტ­მეტ­რი” ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა ილა­პა­რა­კა, ბოლო პე­რი­ოდ­ში, მმარ­თვე­ლი გუნ­დის წევ­რე­ბის მიერ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის მი­მართ გა­მოთ­ქმულ კრი­ტი­კულ შე­ფა­სე­ბებ­ზე. ამას­თა­ნა­ვე, იგი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა­საც შე­ე­ხო და აღ­ნიშ­ნა, რომ მა­შინ რო­დე­საც, ნიკა გვა­რა­მია და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ცი­ხე­ში სხე­დან, არ სჯე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლო სა­სურ­ველ სტა­ტუსს მი­ი­ღებს.

“ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი თქვა. ვოლ­სკის სა­ხის გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბაა საკ­მა­რი­სი, რომ სა­ქარ­თვე­ლო არ­სად არ მი­ი­ღონ. ამ კაცს სა­ხე­ზე აწე­რია, რომ მარ­თავს “საბ­ჭო­თა კავ­ში­რი”.

სა­ხე­ლო­ვა­ნი წი­ნაპ­რის შვი­ლიშ­ვი­ლია. ბა­თუმს დღემ­დე ახ­სოვს პო­ლო­ნე­ლი და გა­ქარ­თვე­ლე­ბუ­ლი ვოლ­სკი, რო­მელ­მაც დიდი საქ­მე­ე­ბი აკე­თა, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, გა­დაგ­ვა­რე­ბა ყველ­გან ხდე­ბა, არა­მარ­ტო ბაგ­რა­ტი­ო­ნის გვარ­ში ხდე­ბო­და, სხვა­გა­ნაც ხდე­ბო­და, რო­გორც ჩანს, ასე­თი რამ. დიახ, ამათ გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი ისე­თი აქვთ, რომ ვი­ო­ლა­საც უნდა ეწყი­ნოს, ფო­ტი­გა­საც და ყვე­ლას.

სა­ერ­თოდ, მათ იპო­ვეს ევ­რო­პის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი, ვი­საც სა­ქარ­თვე­ლო უყ­ვარ­და და აინ­ტე­რე­სებ­და და იმათ აგი­ნეს პირ­და­პირ, თით­ქოს პირ­და­პირ მოს­კო­ვის რო­მე­ლი­ღაც კა­ბი­ნეტ­შია და­წე­რი­ლი მათი ტექ­სტე­ბი. ვინც იცის ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, ვი­საც უყ­ვარს, იმათ აგი­ნეს ყვე­ლას, მტე­რიც რომ არ იზამს, ისეთ რა­მე­ებს აკე­თე­ბენ.” – აღ­ნიშ­ნა ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

Cesko