“ოს­კარ­მა“ დიდი ხანია შე­წყვი­ტა ხე­ლოვ­ნე­ბის ჯილ­დოს სა­ხით არ­სე­ბო­ბა – გამარჯვება, მხო­ლოდ აფ­რო­ა­მე­რი­კელს ან ლგბტ თე­მის წარ­მო­მად­გე­ნელს შე­უძ­ლია – ნიკიტა მიხალკოვი

0
377
21 Views

ცნობილი რუსი კი­ნო­რე­ჟი­სო­რი, ნი­კი­ტა მი­ხალ­კო­ვი ამე­რი­კუ­ლი კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის ჯილ­დოს “ოს­კა­რის“ ალ­ტერ­ნა­ტი­ვის შექ­მნის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­დის.

რე­ჟი­სორ­მა ამაზე, ბიშ­კეკ­ში, ევ­რა­ზი­ის ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმ­ზე გა­მოს­ვლი­სას ისაუბრა: “ოს­კარ­მა“ დიდი ხანია შე­წყვი­ტა რო­გორც ხე­ლოვ­ნე­ბის ჯილ­დოს სა­ხით არ­სე­ბო­ბა და ქან­და­კე­ბის აღე­ბა მხო­ლოდ აფ­რო­ა­მე­რი­კელს ან ლგბტ თე­მის წარ­მო­მად­გე­ნელს შე­უძ­ლია.”

ეს კერ­ძო ინი­ცი­ა­ტი­ვა არ ყო­ფი­ლა, მი­ხალ­კოვ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი წი­ნა­და­დე­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტთა კავ­ში­რის სა­ხე­ლით წა­მო­ა­ყე­ნა. მისი თქმით, “ოს­კა­რის“ ფი­გუ­რე­ბის ნაც­ვლად “ეს იქ­ნე­ბა “ბრი­ლი­ან­ტის პეპ­ლის“ ფი­გუ­რა და გა­და­ე­ცე­მა ნი­ჭი­ერ მსა­ხი­ო­ბებს, კი­ნო­რე­ჟი­სო­რებს…”

“ეს არ უნდა იყოს მხო­ლოდ ფეს­ტი­ვა­ლი. გა­სა­გე­ბად ვი­ტყვი, რომ ეს იქ­ნე­ბა “ევ­რა­ზი­უ­ლი ოს­კა­რი”. დღეს “ოს­კა­რი” გახ­და აბ­სო­ლუ­ტუ­რად პო­ლი­ტი­კუ­რი ჯილ­დო. მის მო­სა­პო­ვებ­ლად გარ­კვე­ულ პი­რო­ბებს უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დე – აფ­რო­ა­მე­რი­კე­ლი ან ლგბტ თე­მის ლი­დე­რი უნდა იყო და ის აღარ არის ხე­ლოვ­ნე­ბის ჯილ­დო“, – გა­ნა­ცხა­და მი­ხალ­კოვ­მა .

“ჩვენს მიერ შექ­მნილ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ ის ფილ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში იქ­ნე­ბა იმ იდე­ა­ლებ­თან, რა­საც ჩვენ ერ­თად ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბებთ და იქ ვერ მოხ­ვდე­ბი­ან ფილ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნის არსს ანად­გუ­რე­ბენ. “

Cesko