5 შვილის დედა დაგვეღუპა, 24 და 27 წლისები იყვნენ… – ახალი დეტალები საზარელ ავარიაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ წყალტუბოში დატრილდა

0
853
32 Views

წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ სოფელ მაღლაკში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ორი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, ორი ბავ­შვი კი და­შავ­და. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი რძალ-მული არი­ან, ისი­ნი ად­გილ­ზე და­ი­ღუპ­ნენ. და­შავ­დნენ ავ­ტო­მო­ბილ­ში მყო­ფი ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც კლი­ნი­კა­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

„გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან მე­დეა იო­ბი­ძე და ანა მჭედ­ლიშ­ვი­ლი, რომ­ლე­ბიც სო­ფელ მაღ­ლაკ­ში ცხოვ­რობ­დნენ.

სულით-ხორცამდე უკეთილშობილესი ადამიანი დაკარგა დღეს სამყარომ. ჩემი ქსელის ნათება იყო ეს გოგო მტკივა იმიტომ, რომ ასეთები ხშირად არ იბადებიან. ანიმ მისი ცხოვრების ყოველი წუთი სიკეთეს დაუთმო, სილაღეს… ყველასთვის უსაყვარლესი ადამიანი იყო 5 შვილის დედა, ვერ ვიჯერებ რომ მასზე წარსულში მიწევს საუბარი. თანავუგრძნობ მის ოჯახს მთელი Greenway საქართველოს სახელით… ნათელში გვიმყოფოს უფალმა მისი ულამაზესი და უკეთილშობილესი სული“ – წერს ახლობელი.

„არ ვიცი რა ვთქვა რა დავწერო. თქვენ ხომ აწი უნდა გეხარათ თქვენს ლამაზ ოჯახთან და შვილებთან ერთად „გლოვობს წყალტუბო ამ დიდ ტრაგედიას არ ვიცი რა ვთქვა რა დავწერო. თქვენ ხომ აწი უნდა გეხარათ თქვენს ლამაზ ოჯახთან და შვილებთან ერთად ორივე რძალ-მულს 24 და 27 წელი ეს ხომ არაფერი არაა ყველა სიტყვა უძლურია რაც მინდა ვთქვა ისე მენანებით და ისე მტკივა გული დილიდან. უფალმა გააძლიეროს თქვენი ოჯახები. 3 შვილის და 5 შვილის დედები ასე უდროოდ… აქ სიტყვები უძლურია. ამბობენ ანგელოზები არ უნდა ვიგლოვოთო, არ შეიძლებაო მაგრამ სულ ასე ხომ არვარ… წელიწადში რამდენჯერმე რომ უნდა გამყოფოთ ცრემლში ესეც მაპატიეთ უსასრულო ტკივილებო… პატარა ბავშვებს როგორ უნდა აუხსნა რომ ვეღარასდროს ნახავს დედაა?! რა უსამართლოა ცხოვრება… რამხელა სიმწარეა მშობლისთვის და რამხელა გაურკვევლობა ბავშვებისთვის… საშინელებაა აღარ ჰყავთ დედა… ძნელია რომ დააკლდებათ დედების სითბო… შვილებმა ტირილი დაიწყეს და მათი ცრემლიანი თვალები იცით რას მაგონებდა? ივნისის წვიმას, აი, ქარი რომ მოჰყვება ხოლმე გაგანია სიცხეში. მათი თვალები ისეთი სუფთა და სპეტაკი იყო ხოლო ცრემლები კი ცივი. ამ ასაკში ასეთი დარტყმა ხომ უბრალოდ“ – წერს შოთო სიხარულიძე.

წყარო: დაიჯესტი

Cesko