პეკინის მიერ პრეზიდენტ პუტინის ომის დაცვამ განგაშის ზარი უნდა აღძრას ყველა ჩვენგანისთვის – ბლინკენი

0
481
31 Views

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ჩინეთის ვლადიმერ პუტინთან თანამშრომლობა “განგაშის ზარს აღძრავს”.

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში ბაიდენის ადმინისტრაციის ჩინეთის მიმართ არსებულ პოლიტიკაზე საუბრისას, ბლინკენმა ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი უკარინაში პუტინის ომის დაცვის გამო გააკრიტიკა.

“მაშინაც კი, როცა რუსეთი აშკარად ახდენდა მობილიზებას უკრაინაში შეჭრისთვის, პრეზიდენტმა სიმ და პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადეს, რომ მათ ქვეყნებს შორის მეგობრობა იყო, ვციტირებ “უსაზღვრო” , – განაცხადა ბლინკენმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს არ სურს მორიგი ცივი ომი და არ უჭერს მხარს ტაივანის დამოუკიდებლობას.

„პეკინის მიერ პრეზიდენტ პუტინის ომის დაცვამ, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტის გაუქმებასა და ევროპაში გავლენის სფეროს უზრუნველყოფას ისახავს, განგაშის ზარი უნდა აღძრას ყველა ჩვენგანისთვის, ვინც ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონს სამშობლოს ვუწოდებთ”, – დასძინა სახელმწიფო მდივანმა.

Cesko