“რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობა უკრაინის გამო იმდენად ცუდია, საელჩოები იზოლაციაში მოექცნენ – რუს ელჩს მზარეული აღარ ჰყავს, ამერიკელი კი პერსონალს თვითონ ემსახურება” – WSJ

0
394
29 Views

აშშ-ის გაზეთ “უოლ სთრით ჯორნელში” (The Wall Street Journal) გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით – “რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობა უკრაინის გამო იმდენად ცუდია, რომ საელჩოები იზოლაციაში არიან მოქცეულები: რუს ელჩს მზარეული აღარ ჰყავს, ამერიკელი ელჩი კი თავის პერსონალს ბარში თვითონ ემსახურება” (ავტორები – ალენ კალისონი და ენ სიმონსი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

როგორც რუსეთის ელჩი აშშ-ში – ანატოლი ანტონოვი ამბობს, დღეს ვაშინგტონში მასთან მხოლოდ ეფ-ბი-აის (FBI – გამოძიების ფედერალური ბიურო) აგენტები თუ ლაპარაკობენ, რომლებიც მას [და საელჩოს თანამშრომლებს] სოციალური ქსელებით და ღიად სხვადასხვა მოწოდებას უგზავნიან და ცდილობენ, გადაიბირონ ჯაშუშობისათვის: “ისინი გვიგზავნიან შეტყობინებებს, – ამერიკის მხარეს გადმოდითო”, – აღნიშნავს ელჩი, რომელიც რუსეთის ფედერაციის დიპლომატიური წარმომადგენლის ფუნქციებს აშშ-ში 2017 წლიდან ასრულებს. თავის მხრივ, ეფ-ბი-აიც ღიად ადასტურებს, რომ სააგიტაციო-განმარტებით მუშაობას ახორციელებს.

როგორც მოსკოვში აშშ-ის ელჩი – ჯონ სალივანი აცხადებს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთნდობა იმდენად დაბალ დონეზეა, რომ ვაშინგტონიც და მოსკოვიც მუდმივად ამცირებენ საელჩოს თანამშრომლების რაოდენობას – მათ აძევებენ. დღეს საელჩოს პერსონალის თითქმის ნახევარს მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეები – საზღვაო ქვეითები და კონტრაქტით მომუშავე დაცვის თანამშრომლები შეადგენენ, რომლებიც მოსკოვის ცენტრში 5 ჰექტარზე განლაგებულ საელჩოს იცავენ. ამჟამად აშშ-ის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში 130 თანამშრომელია დარჩენილი, ხუთი წლის წინ კი მათი რაოდენობა 1200-ს აღწევდა.

როცა რუსეთმა თებერვლის ბოლოს უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, მოსკოვი და ვაშინგტონი თითქმის მზად იყვნენ, ერთმანეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაეწყვიტათ. საბოლოოდ, საელჩოები არ დახურულა, მაგრამ ურთიერთობაში “ზამთარი დადგა” და კავშირები გაიყინა. ახლა ამერიკელები მოსკოვს პოლიტიკური პრობლემებისთვის კი არ მიმართავენ, არამედ – ყველაზე ელემენტარული საკითხების მოსაგვარებლად – მაგალითად, “გთხოვთ წყალმომარაგება შეგვინარჩუნოთ” ან “გთხოვთ ელექტროენერგია არ გაგვითიშოთ”.

რუსეთისა და აშშ-ის ელჩები ამბობენ, რომ მათ მაინც ჰყავთ იმდენი თანამშრომელი დარჩენილი, რომ დიპლომატიური საქმიანობა აწარმოონ, მაგრამ ქვეყნებს შორის ისეთი მტრობაა გამეფებული, ისეთი უნდობლობა, ისეთი საფრთხეა სამხედრო კონფლიქტისა, რომ საელჩოებს არაფრის გაკეთების შესაძლებლობა არ აქვთ, ისინი იზოლირებულები არიან და ყოველდღიურ საქმიანობას ვეღარ ახორციელებენ. სიტუაცია ისეთია, როგორიც “ცივი ომის” ყველაზე ბნელ პერიოდშიც არ ყოფილა…

აშშ-ში რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი / Photo: DARYA RYAZHSKIKH/TASS/ZUMA PRESS
ვაშინგტონში მყოფი რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი ურთიერთობის გაცივებაში ამერიკას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მისი გზავნილები თეთრ სახლში და სახელმწიფო დეპარტამენტში უპასუხოდ რჩება. ელჩის თქმით, იგი უკვე აღარ ცდილობს კონგრესის წევრებთან და თანამშრომლებთან შეხვედრებს, რადგან მისი ყოველი გამოჩენა სკანდალს იწვევს. ანატოლი ანტონოვი ამბობს, რომ მას იმის შესაძლებლობაც კი აღარ აქვს, რომ ომთან დაკავშირებით რამე საკითხი საჯაროდ განმარტოს: “ნუ თვლით ისე, რომ ჩვენ – რუსებს არაფერი გვესმის და ყველა იდიოტები და მონსტრები ვართ. ეს არასწორია”.

წყარო: “კვირის პალიტრა”

Cesko