23 Views
პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იმრან ხანის დაკავებას მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები და შეტაკებები მოჰყვა. ამის შესახებ BBC წერს.
გავრცელებული ცნობით, ქალაქ ქუეტაში სულ მცირე 1 ადამიანია მოკლული. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანებით, გათიშულია მობილური კავშირი.
პაკისტანის ანტიკორუფციულმა სააგენტომ იმრან ხანი კორუფციის ბრალდებით ისლამაბადის უმაღლეს სასამართლოში დააკავა. თავად იმრან ხანი კანონის დარღვევას უარყოფს და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.