ვერდიქტი სამარცხვინოა, წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის ეს ქალი – ტრამპი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

0
290
20 Views

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სასამართლოს მიერ მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს სამარცხვინოს უწოდებს.

„საერთოდ არ მაქვს წარმოდგენა, ვინ არის ეს ქალი. ეს ვერდიქტი სამარცხვინოა. ეს არის კუდიანებზე ისტორიაში უდიდესი პოლიტიკური ნადირობის გაგრძელება“, – აცხადებს ტრამპი.

დონალდ ტრამპი ამბობს, რომ გაასაჩივრებს მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს მწერალ ჯინ კეროლის სექსუალური შევიწროებისა და ცილისწამების საქმეზე.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპი მანჰეტენის სასამართლომ მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლის სექსუალური შევიწროებისა და ცილისწამებისთვის დამნაშავედ ცნო.

Cesko