ფიზიკურად ცოტა არ მომეწონა, მაგრამ გადაღლილობას დავაბრალე… – რუსუდან შარაძე გიორგი კეკელიძეზე

0
429
27 Views

გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს გიორგი კეკელიძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს და წერს:

„შეწუხებული იყო, – თურქეთში ვარ და ვერ დავესწრები ღონისძიებასო. გუშინ, 12.00 საათი რომ გახდა, უცბად შემოვიდა. იმდენად არ ველოდი, რომ წამიერად ვერ ვიცანი. – ვიჩქარე, არ დამგვიანებოდა და გზიდან პირდაპირ აქ მოვედიო. ფიზიკურად ცოტა არ მომეწონა, მაგრამ გადაღლილობას დავაბრალე. მადლიერებისგან გადავირიე – მაინც მოვიდა, მაინც მოასწრო ❤ ღმერთმა გადაგვარჩინა ყველანი ❤
გიორგი, შენ სულ კარგად უნდა იყო და ძალიან, ძალიან დიდხანს უნდა იცოცოცხლო! ❤ სულ ყველაფერს რომ თავი დავანებო, რაც შენ მამაჩემისთვის გააკეთე, ჩუმად, უხმაუროდ, მორიდებით და პატივისცემით, მარტო ეს გეყოფოდა ჩემი მხრიდან, რომ ყოველდღე გლოცავდე. მიყვარხარ მთელი გულით და სულ გვერდით მიგულე, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მდგომარეობაში ❤ ❤ ❤
ამ ქვეყანაში კიდევ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაისაჯონ ცილისმწამებლები, ადამიანის ღირსების შემლახველები და საერთოდ, ყველა არამზადა, ვინც სხვისი დამცირებით, სხვისი შეურაცხყოფით იკვებება და ,,პოპულარობას“ იხვეჭს. ყველას არ შეუძლია გადატანა, თქვე არამზადებო, ნაძირლებო, როგორ დადიხართ საერთოდ, როგორ გძინავთ?!“
ცნობისთვის, გიორგი კეკელიძე რამდენიმე საათის წინ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მანამდე მან სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, სადაც წერდა:
„წელიწადია, მძიმე დეპრესია მტანჯავს. ვერავინ ამოიცნო რეალური მიზეზი.
ამის აღწერა და გადმოცემა მიჭირს. არც არის საჭირო. ახლო მეგობრებმა იციან და საკმარისია. მთელი ცხოვრება მხოლოდ რაღაც კარგი მინდოდა გამეკეთებინა. რაც შევძელი – შევძელი. ასე დაძალებით ცხოვრება კი უკვე აღარ გამოდის.ვცდილობდი, მაგრამ ვეღარ. სხვებს ვუხსნიდი ხელახალ დაბადებაზე, ხოლო საკუთარ თავთან ბრძოლა ჩემი მარცხით დამთავრდა. ამიტომაც ვემშვიდობები ამ წუთისოფელს. ასე პროზაულად და შეიძლება, უგემოვნოდაც. საჯაროდ ამ ამბავს იმიტომ ვყვები, რომ ცხადად იცოდეთ – ჩემს სიკვდილში ბრალი არავის მიუძღვის. მხოლოდ მე და ჩემს ობსესია-წარმოსახვებს. სამყარო ხომ ჩვენი წარმოდგენაა მასზე. მადლობა იმ დაუმსახურებელი სიყვარულისთვის, რასაც თქვენგან ვგრძნობდი. მადლობა მეგობრებს, რომლებიც მაძალებდნენ ცხოვრებაში დაბრუნებას/მეც ვცდილობდი მემუშავა და საქმე არ დაზარალებულიყო.
ბოდიში თაკო, ზაალ, ბესო და დედა.
მარად თქვენი გიორგი კეკელიძე“.

Cesko