“აფეთქებული ხიდი, ავტომატის უწყვეტი ჯერი… პირველი მე გადავდივარ დანგრეულ ხიდზე…” – კობა ხაბაზი

May 7, 11:53
0
439

კობა ხაბაზი, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:

“დღევანდელი დღე ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი თარიღია.
ამ დღეს საოცარი სიმძაფრით ცოცხლდება ყოველი.
აფეთქებული ხიდი,
ავტომატის უწყვეტი ჯერები,
პირველი პოზიტიური სიგნალი – მოლაპარაკების შემოთავაზება,
ვაფრთხილებ ყველას, არავინ გამომყვეს მეთქი,
პირველი მე გადავდივარ დანგრეულ ხიდზე, ერთი წამით მოვიხედე უკან, ვხედავ გია ხაბაზი მომყვება, აზრი არ აქვს ვეკამათო, ვხვდები მაინც არ გამიშვებს მარტო.
მეორე მხარეს ჯემალ გოგიტიძე მელოდება, შევყურებ მის სახეს და ვხვდები, რომ ასლანი დამარცხდა, მხოლოდ უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს აბაშიძის რეჟიმი…
5 წუთით არ არის გასული, უკვე ზურა ჟვანია და გიორგი ბარამიძე გადმოდიან ხიდზე, საბოლოო შეთანხმებაც შედგა, შესრულდა
მიშას უმთავრესი მოთხოვნა, რომ აჭარა უსისხლოდ უნდა დაგვებრუნებინა ქართულ სივრცეში…
შემდეგ მსვლელობა ქობულეთში, შემდეგ ბათუმი და ბოლოს ისტორიული სიტყვები, “ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია”.
დღემდე მახსოვს ჩემი სოტყვები, რაც მაშინ წარმოვთქვი, “ჩემო აჭარა, მოგესალმები, რევოლუცია დასრულდა, ახლა აღმშენებლობა იწყება!”
აჭარის რევოლუციის წლისთავს გილოცავთ მეგობრებო.
გიორგობას გილოცავ საქართველო.”

Cesko