საქართველომ ევროპაში ყველას დაანახა, რომ ლიდერობა შეუძლია – ირაკლი ჩიქოვანი

April 30, 22:06
0
284

რეზოლუცია არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ საქართველოში არის მდგრადი პროგრესი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ განაცხადა. საუბარია საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის ანგარიშზე.

მისი თქმით, საქართველოს აქვს ძალიან კარგი შედეგი და კარგი ისტორია დაფიქსირებული საკუთარი მოქმედებებისა და მის მიერ შესრულებული რეფორმების თვალსაზრისით და ეს იქნება პოზიტიური.

„არა მარტო საპარლამენტო ასამბლეის, არამედ მინისტრთა კომიტეტის ნაწილშიც საქართველომ ევროპაში ყველას დაანახა, რომ მას ლიდერობა შეუძლია. როდესაც საქართველო თავმჯდომარე ქვეყანა იყო ევროპის საბჭოში, ჩვენ დავანახეთ, რომ შეგვიძლია ძალიან მნიშვნელოვანი დღის წესრიგის საკითხები შევთავაზოთ ევროპას, რომელიც საერთო ინტერესს წარმოადგენს და რა თქმა უნდა ამავდროულად ვიზრუნოთ იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია – ოკუპაცია“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

Cesko