“თქვენ ქურდები ხართ, რომლებმაც ხალხს ჯერ ფული მოჰპარეს, შემდეგ კი მოპარული ფულებით ხმები იყიდეთ” – გრიშა ონიანი

April 27, 21:44
0
588

კოლექტიური სიზმარი

იალტაში, ლევადიის სასახლის ტერასაზე, სადაც სპილოს ძვლის სავარძელი დგას, სამი დიდი სახელმწიფოს ლიდერები, შესევენების დროს, თავმომწონედ ისხდნენ და გაჰყურებდნენ კლდეს მიხეთქებულ აქაფებულ ზღვის ტალღებს და ვინ იცის იმ დროს ერთ-ერთის „რა ოცნებას სად აფრენდა“. (აკაკი)
“_უცნაური სიზმარი ვნახე გასულ ღამეს. თითქოს მე მთელი ევროპის მბრძანებელი ვიყავი“ – სრულიად დამაჯერებელი ტონით თქვა ბებერმა ლომმა უინსტონ ჩერჩილმა.
_რა უცნაური დამთხვევაა, – გაოცებულმა წარმოთქვა ამერიკის პრეზიდენტმა ფრანკლიმ რუზველტმა, – მე კი რაღაც ძალამ მიკარნახა, რომ შენ მსოფლიოს მბრძანაბელი იქნებიო.
ორი გიგანტის სიზმრისეულ ბოდვას დუმილით შესცქეროდა საბჭოთა ბელადი. რუზველტმა მორიდებით მიმართა მარშალ სტალინს:
_ბატონო მარშალო, ნუთუ თქვენ არაფერი დაგსიზმრებიათ ამ მშვიდობისაკენ მიმავალ გზაზე?
_როგორ არა, მაგრამ არ მინდა მეგობრებს გული ვატკინო. როდესაც ეს პროექტი ჩემთან დასამტკიცებლად მოიტანეს, რეზოლუცია დავაწერე _ „Не утвердить.“
სააღდგომოდ, ევროპის ორმოცი ქვეყნის მეთაურს კოლექტიური სიზმარი დასიზმრებია, თითქოს მათი ძალისხმევით, დედამიწის 1/6 უდაბნოდ უნდა აქციონ და მხოლოდ ის ადგილები შემოინახონ, სადაც ნავთი, გაზი, ოქრო-ბრილიანტი, სტრელციუმი, მაგნიუმი, ურანი და სხვა ძვირფასი ნედლეული მოიპოვება. რა საოცრებაა! სტალინი კი ზრუნავდა და ამბობდა, რომ „ადამიანი ყველაფერზე ძვირფასი განძია“.
ეს სიზმრიდან არ გამოსული ჩერჩეტი ევროპელები რუსეთის მოსპობაზე და მისი ნედლეულის დაუფლებაზე ოცნებობენ. მგელს რამდენიც უნდა ეფერო, ვერ მოიშინაურებ. გუშინდელი ნაცემი, ნაბეგვი, გამდნარ ფოლადის ზღვაში მოცურავე ბერლინისა და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი კვლავ რუსეთის განადგურებაზე ოცნებობს. სწორედ მასზე უთქვამს სტალინს _ „დამარცხებული მტერი განადგურებული არ არის“.
პუტინმა მთელ მსოფლიოს ანახა მთელი თავისი სამხედრო არსენალი. მოიწვია ლიდერი სახელმწიფოების უმაღლესი მთავარსარდლობა და ანახა ფიზიკურად როგორც სხვა რაკეტების, ასეევე რაკეტა „სარმატის“ წარმოუდგენელი სიმძლავრე. ანახა თუ რა რაოდენობის რაკეტები გააჩნია მას; რომ მას შეუძლია ევროპის ყველა დიდ ქალაქს და ამ ქალაქების ცენტრალურ მოედნებს მისწვდეს და არავის თავდებად არ დაუდგება _ ეს მოუხელთებელი ძალა ბავშვს, ქალს, მოხუცს თუ მეომარს მოჰკლავს. ამიტომ გთხოვთ, ჩვენს ბოსტანში ნუ შემოჰყოფთ თქვენს „ღორულ დინგს“ (სტალინი).
ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ძლიერი ქვეყნის ლაზღანდარა უმაღლესი თანამდებობის პირი ბრიტანელი ჯეიმს ჰიპი, უკრაინის კოუნ პრეზიდენტს მოუწოდებს, რომ მას აქვს ყოველგვარი იურიდიული უფლება, თავიანთი გამოგზავნილი თვითმფრინავებითა და ბომბებით, გაანადგუროს რუსეთის ცენტრალური ქალაქები, მოსკოვის ჩათვლით. ნუთუ ეს არ არის მესამე მსოფლიო ომისკენ (ბირთვული ომისკენ) მოწოდება?! რატომ არ ფიქრობს ცხვირგასიებული ბრიტანელი, რომ საპასუხო რაკეტა, რომელიც თავისი ქვეყნის დედაქალაქში ჩამოვარდება, „რა ბედნიერი სიკვდილი ექნება, რომ თავის ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად დაიღუპება.“ უკრაინა და რუსეთი კი კვლავ ერთად იქნებიან პლანეტაზე, როგორც უძველესი და უძლიერესი სლავი ხალხი, რომელიც ერთად გახდება მსოფლიო ბოროტების მესაფლავე.
საქართველოს პოლიტიოსებო, ვაი პოლიტიკოსებო და უი ნაციონალებო, თქვენ ნუ გგონიაქთ, რომ ხართ ხალხის მიერ არჩეული რჩეულნი. თქვენ ქურდები ხართ, რომლებმაც ხალხს ჯერ ფული მოჰპარეს, შემდეგ კი მოპარული ფულებით ხმები იყიდეთ. თქვენ არც იცით, რომ მსოფლიო ქარიშხლის მოლოდინშია და თქვენ ღობეძრომია პატარა უკუდო ჩიტივით: _“როდესაც ცა დაიქუხებს ღობემძვრალა ზურგზე დაეცემა და ფეხებს მაღლა აიწევს. რომ ჰკითხეს ეგრე რათა შვრებიო _ მეშინია ცა არ ჩამოინგრეს და ცაზე ფეხები მაქვს შედგმულიო“.
თქვენი ყვირილით, ჭყიპინით, ტარტარით, ჯგირ-ჯგირად საუბრით თქვენი ოჯახის წევრები და მეზობლები გაართეთ. თქვენი არავის არ ჯერა. თქვენ ქვეყნის მმართველები და პატრონები არ ხართ. არ ხართ პოლიტიკური ოპოზოცია, რომელიც ქვეყანას სწორი გზით წაიყვანს. თქვენ ბაზრის კინტოები ხართ შუა ბაზარში აყალ-მაყალს რომ ატეხდნენ, რომ ბაზრის ხალხს ესეირა, უკნიდან კი სხვა კინტოები ჯიბიდან ფულს რომ აცლიდნენ.
გაანებეთ თავი რუსეთის ლანძღვას და დრომოჭმული კაპიტალისტი ვირთხების მხარდაჭერას. მათი დრო წასულია. „მზე ჩრდილოეთიდან ამოვა“ (შევარდნაძე).
ცუღლუტობთ, როცა გინდათ ქვეყანას დაავიწყოთ გოლიათური ნაბიჯებით წინმავალი საბჭოთა კავშირის სიმბოლიკები და მათზე მიძღვნილი დიდების საგალობლები.
ყოველ ას წელიწადში ქვეყნებში რევოლუცია ხდება _ ზოგი სისხლიანი და ზოგი უსისხლო. ყველაზე ხანმოკლე ლიბერალების და გლობალისტების მიერ ორგანიზებულმა რევოლუციის მიერ მოტანილმა ეპოქამ იარსება (30 წელი).
1991 წელს მომხდარმა საუკუნის გეპოლიტიკურმა კატასტრფამ გამოიწვია დღევანდელი დღე ურაინაში, რომელიც შეიძლება ზოგად მსოფლიო გეო-პოლიტიურ კატასტროფად იქცეს. მჯერა, რომ ამ წელს ჩაესვენება მზე ლიბერალების და კაპიტალისტების. ქვეყნად კვლავ მშრომელი ხალხის ბედნიერების მზე ამობრწყინდება.

გრიგოლ ონიანი; სოციალური ქსელი

Cesko