„ყველაფერი კი არ ეპატიება ამ უსამშობლო არარაობას? არახამიას ხელში რომ არის უკრაინა, იმიტომ არის ამ დღეში” – ნინო ფოჩხუა

April 26, 11:37
0
446

ექსპერტი ნინო ფოჩხუა უკრაინის პარტია „ხალხის მსახურის“ ლიდერის დავით არახამიას განცხადებას ეხმიანება, რომელმაც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვა და თქვა, რომ “ივანიშვილი ქართველ იანუკოვიჩად გადაიქცა”:

“დღეს ისეთი დღეა, არ მინდოდა არანაირი პოსტი, მაგრამ….

ვინ მიგდია ეს არარაობა, რა გაუკეთებია ან თავისი ან სხვისი სამშობლოსთვის, ამდენს რომ ბედავს?

ივანიშვილამდე რომ მივიდეს, დიდი გზა აქვს გასავლელი.

მერე რა რომ დღეს იმ ქვეყანაშია, რომელიც უსასტიკეს ომშია ჩაბმული, იღუპება ათასობით უდანაშაულო ადამიანი, ყველაფერი კი არ ეპატიება ამ უსამშობლო არარაობას?

აი, არახამიას ხელში რომ არის უკრაინა, იმიტომ არის ამ დღეში.

რაც შეეხება ივანიშვილს, ჯერ დაუმტკიცონ კრემლთან და პუტინთან თანამშრომლობა და სანქციებზე მერე ილაპარაკონ.

ამან, მართლა დაიჯერა ეტყობა რომ რამეს წარმოადგენს”, – დაწერა ნინო ფოჩხუამ.

Cesko