გრიგოლია: კადრებად ვხედავ სასამართლო პროცესს, სადაც მოწმედ ჟურნალისტები ვიქნებით, ბრალდებულთა სკამზე კი თანამდებობის პირები ისხდებიან

0
995
49 Views

“5 ივლისს მედიაზე თავდამსხმელ ტერორისტებში ვხედავ “ქართული ოცნების” იატაკქვეშა დაჯგუფებებს, რომლებიც მაშინ გამოჰყავთ ხოლმე სცენაზე, როცა ხელისუფლებას სჭირდება“, – ამის შესახებ ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ საკუთარ გადაცემაში “რეაქცია” ლექსო ლაშქარავას შესახებ საუბრისას აღნიშნა.

ცნობისთვის, იუნესკომ ლაშქარავა 2021 წელს მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა, შსს-მ კი იმავე დღეს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა გაასაჯაროვა, რომელშიც ლაშქარავას სიკვდილის მიზეზად ჰეროინით ინტოქსიკაციით გამოწვეული მწვავე უკმარისობაა დასახელებული.

“კადრებად ვხედავ იმ სასამართლო პროცესს, სადაც მოწმედ ჟურნალისტები ვიქნებით, ბრალდებულთა სკამზე კი, მოძალადეობრივი ჯგუფის წარმომადგენლებთან და მათ ორგანიზატორებთან ერთად, დღევანდელი ხელისუფლების თანამდებობის ის პირები ისხდებიან, ვინც ხუთი ივლისის სპეცოპერაცია წაახალისეს და უფრო მეტიც, არის ლეგიტიმური ეჭვი, რომ თავად დაგეგმეს ეს შტურმი.

მე პირადად, 5 ივლისს მედიაზე თავდამსხმელ ტერორისტებში ვხედავ “ქართული ოცნების” იატაკქვეშა დაჯგუფებებს, რომლებიც მაშინ გამოჰყავთ ხოლმე სცენაზე, როცა ხელისუფლებას სჭირდება. სხვა შემთხვევაში, ისინიც და ძალადობის ორგანიზატორებიც, დიდი ხანია ციხეში ისხდებოდნენ”, – ამბობს გრიგოლია.

Cesko