ჯო ბაიდენი: უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მთელ მსოფლიოში საწვავისა და სურსათის ფასები გაზარდა

0
429
25 Views

უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მთელ მსოფლიოში საწვავისა და სურსათის ფასები გაზარდა, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

„უკრაინაში შეჭრამ მთელ მსოფლიოში საწვავისა და სურსათის ფასები გაზარდა. გასულ თვეში ინფლაციის მონაცემებში რაც ვნახეთ არის ის, რომ ინფლაციის ზრდის დაახლოებით 70% პუტინის ქმედებებზე მოდის, რამაც საწვავსა და ენერგიაზე ფასების ზრდა გამოიწვია“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენის თქმით, უკრაინაში ომი მსოფლიო ეკონომიკაზე კვლავ განაგრძობს გავლენის მოხდენას.

Cesko