ოლაფ შოლცი: გერმანია გააგრძელებს უკრაინის სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას

April 20, 10:15
0
314

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინის სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას.

გერმანიის კანცლერის თქმით, იმ შეიარაღებას შორის, რომელიც უკრაინისთვის საჭიროა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს მათი სწრაფად გადაცემა შეუძლია, ანტისატანკო და საჰაერო თავდაცვის საშუალებები შედის.

„ჩვენ მათ შეიარაღების შესყიდვებისთვის საჭირო თანხებს გადავცემთ. მიზანი უკრაინის სამხედრო კონტიგენტის ისე გაძლიერებაა, რომ მათ რუსეთის თავდასხმის მოგერიება შეძლონ“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

კითხვაზე, მიაწოდებს თუ არა გერმანია უკრაინას „ლეოპარდის“ ტანკებს, შოლცმა უპასუხა, რომ ბერლინი და მისი დასავლელი მოკავშირეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყველაზე გონივრული იქნება ისეთი იარაღის მიწოდება, რომლის გამოყენება უკრაინელებმა უკვე იციან.

Cesko